ლევან იზორია ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 11:36, 28 Jan, 2017     1165
ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან გამართა.


საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას ესტონეთის პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, უწყების განვითარების 4-წლიანი რეფორმატორული ხედვისა და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის მიზანი ძლიერი, თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელსაც საფუძვლად სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესი დაედება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები პრინციპულად სტრუქტურული და კონცეპტუალური ცვლილებების პროცესში იმყოფება.

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციიის პროცესს და ამ კონტექსტში ესტონელი ექსპერტის ჩართულობას. მარგუს ცაჰკნამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ესტონეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში და განაცხადა, რომ ესტონური მხარე დაინტერესებულია ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების წარმატებული თანამშრომლობა და ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა იყო, რაც თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება. „ძალიან მნიშვნელოვანია სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების და საქართველოს თანამშრომლობის ფორმატი. აღნიშნულ იდეას ესტონეთი ყოველდღიურ ფორმატში უჭერს მხარს. ჩემი აზრით, ამ იდეის წარმატებისთვის პრაქტიკული ქმედებები და გადაწყვეტილებებია საჭირო,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ჩართვასა და კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე.

„ესტონეთსა და საქართველოს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სპეციალური პროგრამები არსებობს. ქართველი სტუდენტები ესტონეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში გადიან სხვადასხვა კურსებს. გარდა ამისა, ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციაზე კითხვების დასმას საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვალდებულები ვართ ყველას შევახსენოთ, რომ რუსეთი კვლავ უქმნის პრობლემებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია და თავდაცვის მინისტრთან პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღესვე ქართულმა დელეგაციამ მოინახულა ემარის ბაზა, საიდანაც ხორციელდება ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის კონტროლი. ესტონურმა მხარემ სპეციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის საჩვენებელი ფრენა განახორციელა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტები დაასრულა. მინისტრმა ვიზიტები წარმატებულად შეაფასა და ფინეთში, შვედეთის სამეფოსა და ესტონეთში ვიზიტი შეაჯამა: „დაინტერესებული ვართ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის რეალიზებით. ასევე, გვსურს წვევამდელთა სისტემის აღდგენა, მობილიზებისა და რეზერვის სისტემის მომავალი წლიდან ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით არსებობს ძალიან კარგი გამოცდილება სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში, ამიტომ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას აღნიშნული სისტემების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ესტონეთთან კიბერუსაფრთხოების სფეროში. განისაზღვრა ახალი მიმართულებები, რომელიც უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს ამ სფეროში ჩვენ თანამშრომლობას. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, კერძოდ, იყოს იმის შესაძლებლობა, რომ მეტი კურსანტი და ოფიცერი მოვავლინოთ ესტონეთში. ერთ-ერთი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ჩვენ აქტიურად განვიხილავთ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში თავდაცვის არსებული ფორმატის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობას. ეს საკითხიც იქნება შემდგომი განხილვების ერთ-ერთი თემა. ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალში უფრო მეტ კონკრეტულ წვრთნებს, უფრო კონკრეტულ თანამშრომლობის გეგმებს დავსახავთ ამ ქვეყნებთან,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42