"ხელისუფლების პასიური პოლიტიკა იმისთვის რომ რუსეთი არ გააბრაზონ"- ხიდაშელი ნატოს სამიტზე
პოლიტიკა - 18:31, 27 Jan, 2017     2541
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის თქმით, მოქმედი ხელისუფლება საგარეო ფრონტზე არასათანადოდ მუშაობს და არ ცდილობს, რომ საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა იყოს NATO-ში სათანადოდ წარმოდგენილი და დღის წესრიგში. აღნიშნული კომენტარი ხიდაშელმა ევროინტეგრაციის მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს მომავალ სამიტზე მონაწილეობას არ მიიღებს:

„ყველა სამიტი რაღაც კონკრეტულ ამოცანას ემსახურება და რაღაც კონკრეტული შედეგით მთავრდება, სამწუხაროდ ჯერ არ ყოფილა სამიტი, რომელიც ნატო-საქართველოს შესახებ იქნებოდა და ასეთი არც ბრიუსელის სამიტი იქნება. ყველა სამიტის წინ საქართველოს ყველა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სამიტზე მოხვედრილიყო და მისი ქვეყნის საკითხები პრიორიტეტული ყოფილიყო. ივნისში ბრიუსელში შიდა მინისტერიალი ტარდებოდა ვარშავის სამიტის წინ, რომელზეც საქართველო არ იყო მიწვეული ოფიციალურად, მაგრამ მე მთელი ის პერიოდი ვიყავი ბრიუსელში და კულუარებში შეთანხმდა ის ტექსტი შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ვარშავის სამიტზე მივიღეთ ქვეყანამ. თავდაცვის მინისტრი ბოლო მინისტერიალსაც არ ესწრებოდა, ასეთი ღონისძიებების გამოტოვება არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. ეს არის პასიურობა საგარეო ფრონტზე და ერთადერთი ამოცანა, რომ ვინმე არ გაგვიბრაზდეს. ეს არის აბსოლუტურად არასწორი პოლიტიკა. მთავარი ის კი არ არის ეს არის თუ არა შიდა სამიტი, მთავარია ჩვენ რას ვაკეთებთ ნატო-ტრამპის ურთიერთობის გარკვევის პროცესში და საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა იყოს სათანადოდ წარმოდგენილი და დღის წესრიგში. ამისთვის უნდა იბრძოდეს ჩვენი ხელისუფლება, ესწრებოდეს ყველა ღონისძიებას ოფიციალურად თუ კულუარებში.“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ არა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ინტერესები დაიცვას, არამედ იმისკენ რომ რუსეთი არ გაბრაზდეს. ხიდაშელის განცხადებით ის ხელისუფლებაშ ყოფნის დროს ამას არ ეთანხმებოდა და მისი პოლიტიკა ამ ხაზის მიმდევარი არ იყო:

„მე არც მაშინ მესმოდა და არც დღეს არ მესმის ამგვარი პოლიტიკის. ჩემი პოლიტიკა არ იყო ამ ხაზის მიმდევარი. მე ვცდილობდი ფაქტიურად ყველა ტრიბუნიდან საქართველოს უსაფრთხოების საკითხი დამეყენებინა. ჩვენ ვართ ომის მდგომარეობაში უკვე, გუშინ იყო საქართველო ომში და დღესაც ომშია, ხან ჰიბრიდულ ომში, ხან პროპაგანდის ომში და ხან ცხელი ომის ფაზაში. ჩემი აზრით ჩვენ ყველაფერი , თითქმის შეუძლებელი რამეც კი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ ამგვარი ღონისძიებებიდან.“- აღნიშნა ხიდაშელმა.

თინათინ ხიდაშელის თქმით, 6 დეკემბერს სტოლტენბერგი-კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენმდივანმა განაცხადა, რომ მომავალი სამიტის დღის წესრიგი და ფორმატი ჯერჯერობით დადგენილი არ იყო და ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს შეიძლებოდა ტრამპი-ნატოს ფარგლებში გამართულიყო, და ამ განცხადების კვალდაკვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო სამიტზე მონაწილეობას არ იღებდა.

„დამთავრებული არ იყო პრესკონფერენცია, რომ ლევან იზორამ თქვა, ჩვენ არ მივდივართ ბრიუსელშიო, ამაშია საქმე, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე და მონდომების გარეშე.“- განაცხადა ხიდაშელმა. მისი თქმით, როდესაც ორი მინისტრი იდენტურ განცხადებას აკეთებს ეს ნიშნავს იმას, რომ ეს განცხადებები პრემიერთანაცაა შეთანხმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42