პრორუსული რეჟიმის რესტავრაცია - ,,რუსეთმა ძალისმიერი მეთოდები დემოკრატიული ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენებით ჩაანაცვლა“
პოლიტიკა - 18:29, 27 Jan, 2017     3123
ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე თავისუფალია - საზოგადოების, მედიის და რაც მთავარია უკრაინის პროკურატურის მტკიცე გადაწყვეტილებით, აგვისტოსა და აფხაზეთის ომის გმირი ოკუპანტს არ გადაეცა.

"თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, სჯობს ბრძოლის ველზე მოხდეს, ვიდრე ცხვარივით დაგკლან" - აცხადებს ცერცვაძე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძოდა. ჯარისკაცი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად კვლავ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ ყველა ომში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იბრძოლებს.

იმ ფონზე, როცა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ტრაბახი იმაზე, თუ ვინ გაათავისუფლა გია ცერცვაძე ირკვევა, რომ რუსეთმა საქართველოს ომში მონაწილე ქართველი სამხედროების რუსეთში ექსტრადირების სურვილი გამოთქვა.

ოკუპანტი ქვეყნის საგამოძიებო სამსახურმა მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ზაურ ბერიანიძისა და ირაკლი ქურასბედიანის დაკავებასა და ​ექსტრადირებას ითხოვს.

"ნიუპოსტი" რუსეთის ახალ ტაქტიკაზე, ინტერპოლის გზით იძიოს შური აგვისტოს ომის მონაწილეებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ესაუბრა.

დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ "რუსეთმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და ძალისმიერი მეთოდები, დემოკრატიული ინსტიტუტების სათავისოდ, (ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის) გამოყენებით" ჩაანაცვლა.

-ბოლო რამდენიმე წელია, რუსეთმა თავისი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენება მასიურად დაიწყო. რუსეთი არის ბოროტების იმპერია, თუმცა საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, დღევანდელი რუსეთი თავის შეცდომებზე ძალიან კარგად სწავლობს. ის კი არ ცდილობს 21-ე საუკუნის დემოკრატიულ პროცესებს მოერგოს, ის უშვებს კონკრეტულ შეცდომებს, შემდეგ კარგად აანალიზებს ამ შეცდომებს და მუდმივად ცდილობს გამოასწოროს ისინი. რუსეთი ამას აკეთებს იმ ინსტიტუტების გამოყენებით, რომელიც დემოკრატიულ სამყაროს ახასიათებს.

საბჭოთა კავშირის დროს ის სასურველ შედეგს, ძალისმიერი მეთოდებით ახერხებდა: შეიჭრა ავღანეთში, შეიჭრა უნგრეთში, შეიჭრა ჩეხეთში, შემოიჭრა ჩვენთან. რუსეთი 2011 წლამდე ამ მეთოდით მუშაობდა, 5-6 წლის წინ რუსეთმა გაანალიზა რომ საბჭოთა კავშირის მეთოდები დაძველდა და ძალისმიერი მეთოდებით ის ფონს ვერ გადის. იმუშავა ახალი მიმართულებით, მან ნახა რომ არსებობს კონკრეტული დემოკრატიული ინსტიტუტი მსოფლიოში, რომლის ჭკვიანურად გამოყენებით შეუძლია მიიღოს ის, რასაც ვერ იღებდა, იმ მეთოდებით, რითაც რუსეთი 90-იან წლებში და შემდეგ, 2011 წლამდე მოქმედებდა. ერთ-ერთი მსგავსი ინსტიტუცია, არის ინტერპოლი. ამ ორგანიზაციის გამოყენება რუსეთმა სწორედ 6 წლის წინ "მაგნიტსკის" საქმით დაიწყო. ეს იყო რუსი ადვოკატი, რომელიც პუტინის ხელისუფლებამ რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური მაქინაციების გამოაშკარავების გამო ციხეში მოკლა. გახმაურებული მკვლელობის გამო, რუსეთს ძალიან ბევრი საერთაშორისო სანქცია დაეკისრა - როგორ უპასუხა რუსეთმა ამ გადაწყვეტილებას კრემლმა? რუსეთის ყველა ის მოქალაქე, რომელიც Firestone Duncan- ში მუშაობდა და ეხმარებოდა მაგნიტსკის, ან ითხოვდა მათი კოლეგის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ინტერპოლის ძებნაზე დასვა. ამის შემდეგ დაიწყო, ამ მოქალაქეების დაკავება სხვადასხვა ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ. ზუსტად ასევე, გამოიყენა დემოკრატიული ინსტიტუტები რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებითაც“.

- უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ, რომელ დემოკრატიულ ინსტიტუტს?

- დავიწყოთ, 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნებით, როცა რუსეთმა დემოკრატიული ინსტიტუტები იმისთვის გამოიყენა, რომ პრორუსული რეჟიმის რესტავრაცია მომხდარიყო. არავინ კამათობს, რომ არსებული რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმის რესტავრირებული ვარიანტია, იმ განსხვავებით, რომ თუ შევარდნაძე პროდასავლური განცხადებებით, ნიღბავდა მის პრორუსულობას, დღევანდელი ხელისუფლება ღიად ეხმარება რუსეთს.

არჩევნების მექანიზმს რუსეთი იყენებს აშშ-ში, პრიბალტიკის ქვეყნებში, ჩეხეთში, მოლდოვა ერთ-ერთი ბოლო მაგალითი იყო, როცა ხელისუფლებაში დიდი ფულის ხარჯზე პრორუსი პრეზიდენტი მოიყვანეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბოლო რამდენიმე წელია, რუსეთი თავისი იმპერიული, ბოროტი ზრახვების სისრულეში მოყვანისთვის აქტიურად იყენებს იმ ინსტიტუტებს, რომელზეც დემოკრატიული მსოფლიო დგას.

- აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში ანტიდასავლური პროპაგანდა მომძლავრდა, კრემლი დასავლეთის წინააღმდეგ რუსულ მედიას პროპაგანდის იარაღად იყენებს, როგორ უნდა ებრძოლოს ცივილიზებული სამყარო ამ ყველაფერს?

- "russia today" ამის ნათელი მაგალითია. 2012 წელს ჩვენ აქტიურად ვსაუბრობდით, რომ მიმდინარეობდა ანტიქართული და ანტიდასავლური პროპაგანდა, როცა ამ ტელევიზიის პროპაგანდა უკრაინასა და საქართველოს ეხებოდა, დასავლეთი ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, რამდენად საშიში ინსტრუმენტი, მასმედია აქვს რუსეთს. დღეს კი როცა დასავლეთს მოხვდა, მათ გამოღვიძება დაიწყეს, რუსეთის პროპაგანდის არხი, ევროპულ ქვეყნებში უკვე დაიბლოკა.

შავ პიართან ბრძოლა შესაძლებელია, ხოლო სახელმწიფო პროპაგანდასთან, რომლებიც ავრცელებენ ტყუილს, რომელიც სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზეა აყვანილი, ძალიან რთული. რადგან შენ უკვე ებრძვი არა ტყუილს, არამედ ებრძვი სახელმწიფოს, რომელიც ავრცელებს მაგალითად ისეთ ტყუილს, როგორიცაა "russia today"-ს ეთერში გასული სიუჟეტები, სადაც ერთ-ერთი ქალი ამბობდა, როგორ შემოვიდნენ უკრაინელები და როგორ გააკრეს 10 წლის ბავშვი ჯვარზე. დღეს მსგავსი პროპაგანდა შეეხო ამერიკასა და დასავლეთს და დაიწყო აქტიური საუბრები ამ არხის ხელოვნურად დაბლოკვასთან დაკავშირებით.

- რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროპაგანდის აღსაკვეთად?

- საქართველომ კი გებელსის პოსტულატებზე აგებული, რუსული არხების მაუწყებლობა უნდა შეწყიტოს, რადგან როცა საქმე გაქვს სახელმწიფოს მიე გავრცელებულ შავ პიართან, სხვა ბრძოლა ამასთან კაცობრიობას არ მოუგონია. თუ ჩვენი მთავრობა ამას არ აკეთებს, ის არამარტო ხელს უწყობს, არამედ ეხმარება ბოროტების იმპერიას, იმ ძალიან ბოროტი მიზნების მისაღწევად, რაც პუტინს უნდა.

- ინტერპოლის საკითხს რომ დაუბრუნდეთ, ცერცვაძის სამხედრო წარსულის გათვალისწინებით, შეეძლო თუ არა ქართულ მხარეს პირადი ინფორმაცია არ გადაეცა ოკუპანტი ქვეყნისთვის?

- მე მოგიყვანეთ, მაგნიტსკის საქმის მაგალითი, როცა რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები ინტერპოლის ბოროტად გამოყენებით დასაჯა, თუმცა მინდა ბულგარეთის მაგალითიც მოვიყვანოთ, სადაც რუსეთი იგივეს გაკეთებას შეეცადა, თუმცა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, თავისი მოქალაქის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. ანუ როცა ინტერპოლი ბულგარეთს მოქალაქეებზე ინფორმაციის გაცემას სთხოვდა მან ბულგარეთის მთავრობისგან მტკიცე უარი მიიღო. პოლონეთიც უარს ეუბნება ინტერპოლს თავის მოქალაქეებზე ინფორმაციის გაცემაზე თუ ეს რუსეთის მოთხოვნაა, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნაზე ვერ დასვამ ადამიანს თუ არ გაქვს მისი საპასპორტო მონაცემები და ოფიციალური ინფორმაცია.

- „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ომში მონაწილე ქართველი სამხედროების რუსეთში ექსტრადირების სურვილი გამოთქვა, ცერცვაძის საქმის გათვალისწინებით, ელოდებით თუ არა რომ პუტინის რუსეთი, ქართველი სამხედროებს ინტერპოლის მეშვეობით მოითხოვს?

- რუსეთმა ქართველ სამხედროებზე ნადირობის პროცესი დაიწყო. გია ცერცვაძე არ იყო პირველი, რუსეთმა იგივე გააკეთა გენ.შტაბის ყოფილი უფროსის მიმართებითაც. რუსეთი ამას აკეთებს 2012 წლიდან. 2012 წლამდე კი შანსი არ იყო საქართველოდან ინფორმაცია გასულიყო ჩვენ მოქალაქეებზე. დღეს კი საზოგადოებამ დაინახა რომ რუსეთის ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობას შორის ხიდი აშენდა და ხდება ინფორმაციის გაცვლა. თუ ეს მთავრობა არ მოტვინავს, არ შეწყვეტს იმ მავნებლობას, რასაც სჩადის სხვა მთავრობა მოვა.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42