DTRA-ს უმაღლესი წარმომადგენლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მუშაობის პროცესს გაეცნო
პოლიტიკა - 17:52, 27 Jan, 2017     908
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მუშაობის პროცესს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) უმაღლესი წარმომადგენლები გაეცნენ.

შეხვედრის მიზანი მიმდინარე ,,ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ (CBEP) სტატუსის განსაზღვრა და საქართველოს მთავრობისათვის გადმოცემის, შენახვისა და ექსპლუატაციის პროცესის მექანიზმების განიხილვა იყო.

როგორც DTRA-ს პროგრამის მენეჯერმა, კრისტოფერ რაიანმა აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში დაწყებულია პროცესი, რომელიც ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის გადმობარებას და დამოუკიდებლად განხორციელებას ეხება. მან ლაბორატორიას ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა DTRA-ს დელეგაციასთან მხარეებს შორის გაფორმებული პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ ერთიანი შეთანხმებით (JTA) გათვალისწინებული ვალდებულებების მიმდინარეობის საკითხები დეტალურად განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით, ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა. აღნიშნულ სისტემაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიები შედის.

საქართველოში „ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა“ აშშ-სა და საქართველოს შორის 2002 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცველი აგენტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობების შექმნასა და შემდგომ გაძლიერებას.

„CBEP საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადამიანთა და ცხოველთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის და ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა: საქართველოს მასშტაბით მოხდა 11 ლაბორატორიის შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა; ჩამოყალიბდა ძლიერი კვლევითი ბაზა და შეიქმნა ერთიანი ლაბორატორიული ქსელი; ლაბორატორიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ჩატარდა არაერთი ტრეინინგი და სემინარი.

პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად ჩაერთო „ერთიანი ჯანმრთელობის“ პროგრამაში და DTRA-ს მიერ განხორციელებული აქტივობების საფუძველზე მზადაა, ეპიდაფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთოს ლაბორატორიულ კომპონენტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42