სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი“ ფუძნდება
პოლიტიკა - 17:08, 27 Jan, 2017     736
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი“ ფუძნდება, - მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციას შორის, დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერამდე, კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების აშენება იგეგმება.

პროექტი, წინანდალში, მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებში 60-კაციანი ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. ახალგაზრდებთან, რომლებიც, ამავდროულად, ფესტივალის საკონცერტო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, მსოფლიოს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და შემსრულებლები იმუშავებენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმისა და სერვისების განვითარებას, ისე - რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი და „ვერბიეს“ ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი დაესწრნენ, რომლებიც „წინანდლის ფესტივალის“ იდეის თანაავტორებიც არიან.

მათი შეფასებით, პროექტს აქვს უდიდესი პოტენციალი, წინანდალი კლასიკური მუსიკის რეგიონულ ცენტრად აქციოს.

„წინანდლის კულტურული ცენტრის შექმნა ასევე მოიცავს ახალგაზრდული ორკესტრის ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მისცემს შესაძლებლობას, ერთად დაუკრან. ეს იქნება მშვიდობის გზავნილი. მე, როგორც „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დირექტორს, რომლის დაარსების 24 წლისთავს წელს ვზეიმობთ, შემიძლია განვაცხადო, რომ მუსიკალურ ფესტივალში ინვესტირება ხელს უწყობს ფუნქციური ეკონომიკის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ენგსტრომმა.

მუსიკალური ფესტივალისა და აკადემიის დაარსება მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო, სახელოვნებო, ისე - ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით - მიიჩნევს ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი.

„წინანდლის ფესტივალი“ 2019 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42