The Economist ქვეყნების 2016 წლის „დემოკრატიის ინდექსი“ გამოაქვეყნა. ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 78-ე ადგილს იკავებს 5,93 ქულით, ჰიბრიდული ქვეყნების სიაში კი მე-2 ადგილზეა. 2015 წელს საქართველოსთვის მინიჭებული საერთო ქულა 5,88 , ხოლო 2014 წელს - 5,82 იყო.
პირველ ადგილზე 9,93 ქულით ნორვეგიაა, მას მოსდევს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია.

არასრულყოფილი დემოკრატიის ქვეყნებში მოხვდა ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ და ევროპის ქვეყნები: საფრანგეთი, პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, ჩეხეთი, ბელგია, ლიტვა, ლატვია, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი და მოლდოვა.

ჰიბრიდული რეჟიმი, ამ ჯგუფში რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოსთან ერთად, რომელიც მე-2 ადგილზეა მოხვდა უკრაინა (86) და თურქეთი (97)

ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნების სიაში მოხვდა რეგიონის სხვა ქვეყნები სომხეთი (120), აზერბაიჯანი (148), რუსეთი (134), ბელორუსი (127) და ირანი (154)

მასალის გამოყენების პირობები






