"ნატო-ს სამიტზე შესაძლოა საქართველო არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ დღის წესრიგში იქნება" - ვანო მაჭავარიანი
პოლიტიკა - 15:18, 27 Jan, 2017     1878
ნატო-ს 2017 წლის სამიტში, რომელიც ბრიუსელში გაიმართება, საქართველო და სხვა პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორც ცნობილია, ალიანსის ამ სამიტში მონაწილეობას მხოლოდ წევრი სახელმწიფოები მიიღებენ და მოისმენენ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის სამომავლო გეგმებს, ნატო-სთან ურთიერთობის საკითხებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ნიუპოსტთან“ საუბრისას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხი სამიტის ფარგლებში ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება:

„2017 წლის ნატო-ს სამიტი არის განსაზღვრული წევრი ქვეყნებისთვის, სადაც განხილული იქნება ევროატლანტიკური უსაფრთხოება, თავისთავად ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო, იქნება განხილული, ზუსტად ეს არის ის მიმართულება, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და უნდა ვიმუშაოთ, როგორც წევრ ქვეყნებთან, ასევე ნატო-ს უშუალო შტაბბინასთან.

ის, რომ ჩვენ ნატო-ს როგორც უკვე ჩატარებულ სამიტებზე, ისე მიმდინარე და მომავალი სამიტების მომზადებასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოზე პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარეობს განხილვა, ეს ფაქტია და მომავალი უშიშროების საბჭო, ასევე ნატო-ს 2017 წლის სამიტის მომზადების საჭირო სამუშაოების განხილვით იქნება დაკავებული.

შეიძლება ამ ეტაპზე არ ვიყოთ წარმოდგენილი, როგორც უშუალო მონაწილე, მაგრამ დღის წესრიგში აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი, გამომდინარე იმ ერთიანი რისკებისა, რომელიც არსებობს როგორც ევროპული, ისევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. პრეზიდენტი არის დელეგაციის ხელმძღვანელი, თავისთავად 2017-შიც ეს იქნება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42