მათი განცხადებით, არსებული სისტემა არის არასამართლიანი და უნდა დაკომპლექტდეს არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციულად. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ისინი მზად არიან, გააუქმონ მაჟორიტარული სისტემა გარკვეული პირობებით.
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიუძე აცხადებს, სისტემა არის არის უსამართლო და პარლამენტი უნდა შედგებოდეს პროპორციულად არჩეული წევრებისაგან.
„მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით არ ხდება პროპორციული ასახვა არჩევნებზე მიღებული ხმებისა წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატების ყოლასთან მიმართებით აქედან გამომდინარე ეს არის უსამართლო და რომ მივიღოთ სამართლიანი სისტემა მიგვაჩნია რომ პროპორციული სისტემით უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევა და პარლამენტი უნდა შედგებოდეს პროპორციულად არჩეული წევრებისაგან“- განაცხადა შავგულიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის მომხრე იქნება პროპორციული სისტემის.
„მომხრე ვიქნები პროპორციულ სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლით. ძალიან დიდი აზრთა სხვასხვაობა როგორც მმართველ გუნდში ასევე საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანობა რომელიც უნდა მივიდეს კონსესუსამდე ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება წარმატებული. დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებია, რაზეც შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ არ იქნება მაჟორიტარული, ავიღოთ რომელიმე ანალოგი" - აცხადებს მდინარაძე.
ოპოზიციის მოსაზრებებს იზიარებენ მესამე სექტორში არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ რამდენიმე შენიშვნა მათ შორის ისინი ითხოვენ 5%-იანი ბარიერი დაიწიოს.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ სისტემის შეცვა 2020 წლის არჩევნებისთვის უკვე ძალაშია.
„სისტემა უნდა შეიცვალოს ნახევრად 50% ანუ 75 მანდატი ერთიანი პრორორციული ხოლო 75 მანდატი რეგიონულ პრორორციული გადანაწილებით ჩვენ ამ მოდელს ვემხრობით დღესაც. სამწუხაროდ, 2016 წლის არჩევნებისთვის ვერ მოხერხდა სისტემის ცვლილება მაგრამ იმედი გვაქვს რომ ხელისუფლების მხრიდან აღიარება რომ სისტემა შესაცვლელია და მათი მხრიდან შემოთავაზება 2020 წლისთვის სისტემის შესაცვლელად ეს კვლავაც ძალაშია“- განაცხადა ბენიძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტით, რომელიც არსებული მაჟორიტარული სისტემის ნაცვლად რეგიონალურ პროპორციულ სიაზე გადასვლას გულისხმობს, პრობლემა არსებითად ვერ გადაიჭრება.
„გამოსავალი არის ერთიანი პროპორციული სია სადაც იქნება დაბალი ბარიერი რომელიც მისცემს მოქალქეებს შესაძლებლობას მოქალაქეების მცირე ჯგუფებსაც თავისი წარმომადგენლები ყავდეთ პარლამენტში ეს იქნება 1%-იანი 2%იანი თუმცა 5%-ზე ნაკლები და 150 კაცი ამ მოდელში უნდა ავირჩიოთ პროპორციული წესით “ - აღნიშნა მენაბდემ.
მასალის გამოყენების პირობები






