„ჩვენი მოქალაქეები დაამცირეს და ღირსება შეულახეს“ - გოგა ჩანადირი ისრაელში მომხდარ ფაქტზე
სოც.მედია - 14:30, 27 Jan, 2017     13748

ძალიან ცუდად მოექცა ისრაელის სასაზღვრო სამსახური 24 ქართველს ახლახანს აეროპორტში. ეს მითხრეს იმ ქართველებმა, რომლებიც 22 იანვარს ქვეყანაში არ შეუშვეს და 4 დღე ციხეში ამყოფეს - წერს სოციალურ ქსელში ისრაელში მყოფი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი.

გოგა ჩანადირი: „ციხეში თურმე, ჰიგიენის ნორმები არ იყო სათანადოდ დაცული. საკვები კი არასაკმარისი და უვარგისი იყო. შექმნილი იყო არაადამინური პირობები.

გავიგეთ, რომ ქართველების ნაწილი ისრაელში დასარჩენად უნებართვო ხერხებს მიმართავს და ამის გამო, ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე იჭყლიტება, მაგრამ ციხეში რატომღა სვამ და თანაც, ამდენი ხნით?
ადექი და უკან გააბრუნე.
ჩვენი მოქალაქეები დაამცირეს და ღირსება შეულახეს.
გაუსაძლისი პირობების გამო, დაკავებულები თანახმანიც კი იყვნენ, რომ ვადამდელი დასაბრუნებელი ბილეთი საკუთარი თანხით შეეძინათ, მაგრამ ამაზეც უარი უთხრეს.
საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვაში საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ ჩაერია. დიპლომატიური მისია, პრაქტიკულად, უმოქმედოდ იყო. კონსულის ადგილზე მისვლამ არაფერი შეცვალა. ეს უფრო ვალდებულების მოხდას ჰგავდა.
ამიტომ, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და დიპმისიას ეკისრებათ.
უფრო მეტიც, ასეთი უმოქმედო დიპლომატები - ისრაელში საქართველოს ელჩი და კონსული უნდა გადადგნენ და საგარეო საქმეთა მინისტრიც მიჰყვეს.
ოთხი დღის მანძილზე როგორ არ შეიძლებოდა ისრაელის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა? ეს რა უპასუხისმგებლობაა?
მესმის, ისრაელს საკუთარი უსაფრთხოების სტანდარტები აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების დაცვის სტანდარტები უნდა გვქონდეს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42