"საქართველო ნატო-ს მომავალ სამიტში ალბათ მონაწილეობას არ მიიღებს" - ვიქტორ დოლიძე
პოლიტიკა - 13:38, 27 Jan, 2017     2674

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ნატო-ს შიდა სამიტში საქართველო მონაწილეობას ალბათ არ მიიღებს. როგორც დოლიძემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ეს სამიტი ტრამპისა და ნატო-ს გაცნობის საკითხს შეეხება:

„პირველ რიგში მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ეს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი. ეს გენმდივანმა სტოლტენბერგმა უკვე მითხრა. ამაზე დაიწყება ბევრი პოპულიზმი ქვეყანაში. ოპოზიციის მხრიდან, რომ არ ვმონაწილეობთ, არ დაგვპატიჟეს და ა.შ. ეს იქნება ნაკლებად მასშტაბური, გაცნობითი სამიტი. ე.წ. ტრამპი-ნატოს სამიტი. ეს იქნება შიდა ნატოს სამიტი, ჯერჯერობით მისი გამართვის თარიღიც კი არ არის დადგენილი. თუმცა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის მოკავშირეებთან, რომ სამიტის ფარგლებში საქართველო დღის წესრიგში იყოს. მონაწილეობას ალბათ არ მივიღებთ, მაგრამ ის, რომ ჩვენი საკითხი დღის წესრიგში იდგეს ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, ამაზე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა.

რაც შეეხება მაპ-ს, უელსის სამიტის შემდეგ ჩვენ გვაქვს შემოღებული შინაარსობრივად ძალიან კარგი პაკეტი. თუკი ნახავთ უელსისა და ვარშავის სამიტების საბოლოო კომუნიკეს, იქ პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ბუქარესტის სულისკვეთება გრძელდება და საქართველო დიახ, გახდება ნატოს წევრი. ჯერჯერობით ასეა, რომ ყველა ქვეყანამ გაიარა სამოქმედო გეგმა, სანამ გადავიდოდა გაწევრიანების პროცესზე. როგორ მოხდება ჩვენ შემთხვევაში ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42