,,საპარლამენტო უმრავლესობის ეს სამარცხვინო განცხადება არ შეიძლება ადამიანმა სერიოზულად შეაფასოს. ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე, არაფერი გააკეთეს, რომ ინტერპოლის ძებნაზე არ დაესვათ და ძებნილი პირი საზღვარზე გაატარეს. არ აღიარებენ არც ერთ პრობლემას და არ იღებენ პასუხისმგებლობას. ეს მათი ხელწერაა. ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის გათავისუფლებას ვულოცავ მის ყველა გულშემატკივარს და ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მისი გათავისუფლების საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ექსტრადირებაში ხელშეწყობა. ამისთვის კი, უნდა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც ბრალეული ქმედებით ხელი შეუწყო ამ ყველაფერს. უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი"- განაცხადა კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






