საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელს ხალხს ჩინური ახალი წელი გაზაფხულის ფესტივალი მიულოცა
პოლიტიკა - 11:10, 27 Jan, 2017     1269
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინურ ახალ წელთან/გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ძი იანჩიმ და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ჩინელ ხალხს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ორ ქვეყანას წარმატებული, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი წელი უსურვა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო ღრმავდება.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის განსაკუთრებული მეგობრობის და პარტნიორობის შესახებ. ჩვენი ურთიერთობები არის ძალიან ინტენსიური, ვიდრე ოდესმე ყოფილა. წლიდან წლამდე ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ძლიერდება. გასული წელი იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ და ეს შედეგი გამოიხატა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულებით“ - განაცხადა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა გაღრმავდეს თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფარგლებში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ძლიერი საფუძველი აქვს, რაც მომავალი წარმატებების შესაძლებლობებს ქმნის.

„უკვე წლებია, რაც ჩინეთი ინარჩუნებს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის და სავაჭრო პარტნიორის პოზიციებს საქართველოში. სულ უფრო თვალსაჩინოა ჩინური კომპანიების დაინტერესება და იზრდება ორმხრივი ეკონომიკური ბიზნეს კონტაქტები“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა გაზი გაუსვა ხალხთა შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს, ასევე გაძლიერებულ და ინტენსიურ კონტაქტებს კულტურის და განათლების სფეროში.

მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეზე, რომელიც 2017 წელს აღინიშნება და ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით საქართველოსა და ჩინეთში დაგეგმილ კულტურული ღონისძიებებზე.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალი წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42