"1339 ლარი სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდს" - სანდრა რულოვსი მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 10:55, 27 Jan, 2017     5327
ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეულ სანდრა რულოვსს პარლამენტიდან ანაზღაურება დაერიცხა და მან პარლამენტიდან ხელფასიც დაერიცხა და დანამატიც საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სოციალურ ქსელში პასუხობს.
რულოვსი აღნიშნულ ინფორმაციას "სრულ სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს".

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენაბათ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონებავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის (www.childrenshospice.org.ge)"- წერს სანდრა რულოვსი და გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას აქვეყნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42