ლევან იზორია ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველ მსმენელებს შეხვდა
პოლიტიკა - 10:43, 27 Jan, 2017     1136

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყო. ქართულ დელეგაციას სამხედრო სასწავლებლის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდის დილანმა უმასპინძლა და კოლეჯის სასწავლო პროგრამებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

ტარტუში მდებარე სამხედრო სასწავლებელში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მივლენილ ქართველ მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა, რომლებიც ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსებს ესწრებიან.

ლევან იზორიამ ქართველ მსმენელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უწყების წარმატება სწორედ მსგავსი კვალიფიციური კადრებით არის შესაძლებელი. „ ეს სასწავლებელი ევროპაში გამორჩეულია, აქ მიღებული კვალიფიკაცია კი, საკმაოდ მაღალი.


გვსურს, რომ თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და მომავალი წარმატება სწორედ ასეთი კვალიფიციური კადრებით იყოს განსაზღვრული და განპირობებული. როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, ყველანაირ პირობებს შევუქმნით, რომ სწორედ მათთან ერთად განვახორციელოთ დაწყებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ქართველ სტუდენტებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი და საქართველოს სამხედრო ატაშე ბალტიის ქვეყნებში, პოლკოვნიკი არჩილ პეტრემღვდლიშვილი დაესწრნენ.
საქართველოს დელეგაციას ქართველმა მსმენელებმა კურსზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები გაუზიარეს. ბრიგადის-გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ქართველი ოფიცრები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ტაქტიკურ-ოპერატიულ და სტრატეგიული დონის თანამდებობებისთვის საჭირო ცოდნას იღებენ. „სტუდენტები მაქსიმალურ ინფორმაციას იძენენ ტაქტიკურ-ოპერატიული, სტრატეგიული დონის თანამდებობებისთვის, ასევე გადიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და ლიდერის კურსებს. ქართველი სტუდენტები მომავალში ოპერატიულ-სტრატეგიულ თანამდებობებზე დაინიშნებიან“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

ამჟამად, ბალტიის თავდაცვის კოლეჯში საქართველოს თავდაცვის უწყებიდან სამი ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსს გადის.

ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან შეხვედრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42