საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია რომში 25-27 იანვარს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში, ოთარ დანელიამ პლენარული სესიის პანელში „ახალი ფინანსური მიდგომები და ინსტრუმენტები წვრილი ფერმერული მეურნეობებისა და სასოფლო-სასურსათო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ მიიღომონაწილეობა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, განსაკუთრებითწარმატებულია საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობა.
ოთარ დანელიამ კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე მიღწეულ წარმატებები და გამოწვევებიც გააცნო. საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლისგანმავლობაში, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეკითხვებიც დაუსვეს. კონფერენციის მონაწილეები სფეროს შემდგომი განვითარების შესახებ მისი მოსაზრებით დაინტერესდნენ.ოთარ დანელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დარგის განვითარებას ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. მისი განცხადებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის შესაბამისიპირობები უნდა შექმნას.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის განხორციელდა, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „აგროდაზღვევისპროგრამა“, ასევე, საგრანტო ხელშეწყობა აგროტურიზმისთვის. ოთარ დანელიას შეფასებით, პროგრამები ეფექტურია და მსგავსი პროგრამების განხორციელებას მხარს მომავალშიც დაუჭერს.
საქართველოს პარლამენტის წევრი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდში საპატიო სპიკერად არის მიწვეული. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვევა ოთარ დანელიამ ფონდის პრეზიდენტის, კანიაო ვანჟესგან მიიღო.
კონფერენციის ორგანიზატორები იტალიის მთავრობა, ბრუკინგსისა და ვარვიკის უნივერსიტეტები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






