,,ეკონომიკურ ნაწილში არის დანაკარგი, მაგრამ შემცირდა პოლიტიკური რისკები“ - გახარია გაზპრომთან ხელშეკრულებაზე
პოლიტიკა - 20:44, 26 Jan, 2017     1460
„ის ძირითადი შეტევები, რომელიც „გაზმპრომის“ ხელშეკრულებაზე მოდის მისი პოლიტიკური რისკების ზრდასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა

„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - როდესაც გვაქვს კონტრაქტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც იღებს ვალდებულებას კომერციულ ფასად მოგვაწოდოს ქვეყნისთვის საჭირო გაზი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ამ კონტრაქტის ფარგლებში არის ნული. თუ მოხდა გარკვეული ექსტრემალური სიტუაცია და ჩვენ დაგვჭირდა გაზის შეძენა, მაშინ ჩვენ ამ შემთხვევაშიც გვექნება კომერციული ფასი. აქ პოლიტიკური რისკები არის შემცირებული“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ ხელშეკრულებით ეკონომიკურ ნაწილში არის დანაკარგი, თუმცა შემცირდა პოლიტიკური რისკები. „ეს რისკები შევამცირეთ იმიტომ, რომ თუ დაგვჭირდებოდა და ჩვენ ვყიდულობდით დამატებით გაზს რუსეთიდან, მისი ფასი არ იყო განსაზღვრული და ეს ფასი იყო საკმაოდ მაღალი. დღეს დაფიქსირდა კომერციული ფასი ვალდებულებების გარეშე, რომ ჩვენ ეს მოცულობა უნდა ვიყიდოთ“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ გააკეთეს ამ თემაზე მთავრობის წევრებმა განმარტებები პარლამენტში, გახარიამ უპასუხა, რომ ეს დატვირთული გრაფიკის გამო მოხდა. „უბრალოდ გადაავლეთ თვალი, მაგალითად, 15 დეკემბრიდან დღემდე აქტივობების და გრაფიკის ნაწილში რა ხდება: იყო ვიზიტები, ჩამოდიოდნენ სტუმრები და ასე შემდეგ. არავის არ უთქვამს, რომ პარლამენტში მისვლის რაიმე პრობლემა არსებობს. ვთქვით, რომ აუცილებლად მივალთ და აუცილებლად გავცემთ ყველა კითხვას პასუხს, არამარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც მზად არიან პარლამენტში მისვლისთვის, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. სულ რამდენიმე ხნის წინ იყო დამტკიცებული მთავრობა, რომელიც მთელი შემადგენლობით იყო პარლამენტში და იქ შეკითხვების მაქსიმალურ რაოდენობას გაეცა პასუხი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42