უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება გია ცერცვაძის მეუღლეს და ადვოკატს შეხვდა
პოლიტიკა - 20:07, 26 Jan, 2017     1578
​უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ შეხვედრა გამართა გია ცერცვაძის მეუღლესთან ტატიანა მესხთან და ადვოკატთან ქსენია პროკონოვასთან. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას საქართველოს კონსული კიევში ნანა ჩაბრავა და საქართველოს კონსული ქ. დონეცკში ირაკლი ადვაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ელჩმა და გია ცერცვაძის მეუღლემ საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე და პროცესში საელჩოს ჩართულობაზე ისაუბრეს, შეხვედრაზე ასევე დაისახა გზები სამომავლოდ კოორდინირებული ქმედებების შესახებ. ხვალ საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება უკრაინის სახალხო დამცველს ვალერია ლუტკოვსკას შეხვდება, რომელსაც ასევე გია ცერცვაძის მეუღლე და ადვოკატი დაესწრებიან.

„საქართველოს მოქალაქის გია ცერცვაძის კიევის აეროპორტში დაკავების წუთიდანვე საქართველოს საელჩო აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში და რეგულარულ კონტაქტში იმყოფება ტატიანა ცერცვაძესთან და დაკავებულის ადვოკატთან“, განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.

როგორც კი ცნობილი გახდა გია ცერცვაძის დაკავების შესახებ, საქართველოს საკონსულომ უკრაინაში ნოტით მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გამოითხოვა ინფორმაცია ქ. კიევის სოლომინსკის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან გიორგი ცერცვაძის დაკავების მიზეზის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საპატიმრო პირობებისა და საქმის განხილვის სტადიის შესახებ. ასევე, მოთხოვნილი იქნა უკრაინაში საქართველოს კონსულის დაკავებულთან შეხვედრის შესაძლებლობა.

23 იანვარს საქართველოს საელჩოში შედგა შეხვედრა გია ცერცვაძის ადვოკატთან, ქსენია პროკონოვასთან. საქართველოს საელჩოს მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა დახმარებასთან დაკავშირებით.

დამატებით შედგა რამდენიმე კომუნიკაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის წარმომადგენლებთან, მათ შორის კიევის საერთაშორისო აეროპორტის პოლიციის უფროსთან.

25 იანვარს გაიმართა ელჩის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანდრეი ზაიცთან, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.

საელჩოს წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ 26 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომას.

გია ცერცვაძის მეუღლესთან შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მწუხარება გამოთქვა, მოსამართლის მიერ გია ცერცვაძის სასამრთლო პროცესის 3 თებერვლისთვის გადატანასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს განმარტებით გამოწვეული იყო პირველი ინსტანციის მიერ საჭირო დოკუმენტაციის გადაგზავნის შეფერხებით.

მიხეილ უკლება იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, გიორგი ცერცვაძის საქმე უმოკლეს ვადაში წარმატებით დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42