,,ქართველი კრიჟანი ბიზნესმენების და ძუნწი უტრაკო კაცების შემხედვარეს გული მერევა” – იუნა შაფათავა
სოც.მედია - 18:55, 26 Jan, 2017     12536
ამერიკული ცხოვრების დეტალებზე წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში და მკითხველს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს:

გაცინოთ :

ძალიან გავცივდი, სიცხე მაქვს მაღალი. გამოვედი მაინც ამ წვიმა-თოვლ-ჭყაპში ვფიქრობ გული რით განვიქარვო. გასაგებია, მანჰეტენის მაღაზიებით, არიქა სასწაული მოხდეს 100$_ად მანოლოები ან ლუბუტინები ვიყიდო მეთქი:) მეტროპოლიტანს მივაშურე, მატისზე ვგიჟდები, ვან გოგის გენიოსობა აზრზე მომიყვანს ვიფიქრე..გასაგებია,რომ ვაფრენ და მეხუთე ავენюს ფეხით ჩავუყევი (თუ ავუყევი), მეტროპოლიტანი მე-1000 ნომერშია (mamma mia)! მე მე-500-დან დავიწყე თბილისელმა გოიმმა :))) შევედი Saks-ში (სხვა არ მეკადრება,ბოზმონდი ხომ ვარ), ავედი მე-7 იყო თუ მე-8 სართულზე (ხო,არ დაგავიწყდეთ,თავზე ჩალმა მიკეთია ქაშმირის შარფის, ქუდს არ ვკადრულობ და ჩემ ქეციან დეას მოცემულ ხელოვნურ "ლეოპარდის" შუბაში ზედგამოჭრილი პატრისია არკეტის ბოზი ვარ true romance-დან), ამერიკა კი, თავის დროზე შეშინებული ჯულია რობერტსის pretty woman-ით, ყველა გახუნებულ თუ ბრჭყვიალა ბოზს, 32-კბილ გაღიმებული გეგებება, სადაც არ უნდა იყოს (რა იცი, ვისი ბოზია)...ასეთები ვართ, ბოზმონდები, მაშ:)

ხო და, ვდგავარ სიცხიანი, აი "სუპერ" გამოვიყურები და მანოლოებს, ჯიმი ჩუემს,ზანოტის და ვალენტინოებს ვატრიალებ. დიდი ფასდაკლებაა,საშუალოდ 350 $ ღირს ყველა...მოდის ამათი უსტაბაში,მათვალიერებს.

ვერ ხვდება, რა ხილი ვარ, მიღიმის. იცოცხლე, მეტროში ისეთი მაკიაჟი გავიკეთე, მკვდარზე, მეთქი თუ მოვკვდი, ლამაზად მიპოვონ :)

საიდან ხარო? მეთქი ქართველი ვარ. უი,ქართველი კონსულტანტი გვყავსო,მოიცა-მომიკითხე მეთქი,თქმა ვერ მოვასწარი, მომიყვანა "ზურა". ზურა ან ტელევიზორს არ უყურებს,ან ძალიან მაყანყალებდა დღეს სიცხისგან,ძალიან მკვახედ მომესალმა და გავარდა.უსტაბაშმა- say hi to her? გასძახა და იმან - ვუთხარიო და ჰა:) ჩამეცინა,მეთქი ახლა 350$ ზურას ჩავახუტო თუ შევირგო მშვიდად ცხოვრება... გადავიფიქრე,დეას ნაჩუქარი მანოლოები, ჯიმი ჩუუ და ფენდი ჯერ სუნთქავს, მერე გავახარებ,სხვა დროს, ჩალმის გარეშე რომ მივალ...როგორც იქნა,მივაღწიე ქვითინ გოდებით,ბრილიანტების მაღაზიების იგნორით მეტროპოლოტანამდე (ფეხით)! კარგად დავასველე ცრემლით მონე,მანე,ვან-გოგ,მატის-დეგა-პისარრო,კაფეტერიაში 3.5 დოლარად ნაყიდი ვირის შარდი-ყავით კუჭში ლაყლაყით, მეტროპოლიტანიც დაიხურა 5:30....

ჩამოვედი ფოიეში, თან ვადარებ ვატიკანის მუზეუმის მოხატულ კედლებს მეტროპოლტანის სიშიშვლეს,რომის სასარგებლოდ,რა თქმა უნდა,რომ მესმის რუსულად მოლაპარაკე გიდის ქართული აქცენტი. მივედი,გამოველაპარაკე-სხვა დროს იმპრესიონისტებში მნახეო,გამიხარდა...

მართლა არ ვიცი,რატომ გიყვებით,დღეს ძალიან მეწყინა-დეას ველაპარაკე,ვიღაცეებს უკითხავთ, yuna-მ ვიდეო რომ დადო ცეკვის, მანდ *რაკის სატრიალებლად წავიდაო?

ხო და მინდა გითხრათ, ტკბილუცუნებო- არც მამა მყავს მილიარდერი, ქართველი კრიჟანი ბიზნესმენების და ძუნწი უტრაკო კაცების შემხედვარეს გული მერევა (არასდროს არავინ არაფერში მიხმარია, არც შესწევთ უნარი), კითხვები თქვენთვის შეინახეთ, ნუ აწუხებთ ჩემს ოჯახს.

რას ვაკეთებ და რა მიზნით- წიწილებს შემოდგომაზე დავითვლით,მთავარია,მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავის იმედზე ვარ და მიხარია, ვერავინ დაიბრალებს ვერაფერს.

ვუთხარი ერთხელ ერთ ბიჭს, მე რომ მიყვარდა და თვითონ ღრღნიდნენ ჩემს გამო, დღეს რომ ცოლი ყავს და "ბედნიერებით" სასმელში იკლავს თავს: ლეგენდა უნდა გავხდე-მეთქი...

ლეგენდას კი დრო, მოთმინება,შრომისმოყვარეობა, ტკივილი, სირთულე,იღბალი და გამართლება უნდა...დედაჩემმა მითხრა ერთხელ- უცხო ენებში ვაბარებდით,უბლატოდ,მე და დეა: пройдёт дорогу идущий, проплывёт море плывущий!

ხო და მივდივარ ამ ჩემს გზაზე და მივცურავ,რომ გადავცურო...

დანარჩენს, ამერიკას რომ აღმოვაჩენ, მე თვითონ მოგიყვები, სამშობლოვ ან ჩემზე ადრე მოგიყვებიან, შორიდან,ხმები.

ასე იციან, ქარებმა, სათქმელს გპარავენ,შორს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42