იან კელი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
პოლიტიკა - 18:03, 26 Jan, 2017     1234
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და ხურჩაში არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარატმენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე,რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან მომდინარეობს.

სუს-ის წარმომადგენლებმა ელჩს საოკუპაციო ზოლზე ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.

საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის მაისში მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს.

იან კელიმ შეშფოთება გამოხატა ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის ფაქტის გამო.

„ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ ვაღიარებთ არანაირ ხაზს,ადმინისტრაციულ საზღვარს და შესაბამისად,არანაირ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დამოკიდებულება არის ის,რომ საქართველო არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას,რომ თუ დაიხურება სასაზღვრო-გამშვები პუნქტები,ეს შეზღუდავს მოქალაქეების,ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების უფლებას და ეს ადამიანები მიეკუთვნებიან ყველაზე უფრო დაუცველ ფენას . ესენი არიან: სკოლის მოსწავლეები,ის ახალგაზრდები,რომლებიც ცდილობენ განათლება მიიღონ და რომელთაც მოუწევთ 50 კმ გაიარონ ფეხით იმ შემთხვევაში,თუ ეს დაიხურება.ესენი არიან მოხუცები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება,სამედიცინო დახმარება მათ შორის.ესენი არიან სხვადასხვა ოჯახები, რომელთაც უნდათ,რომ ნათსავებთან ერთად გაატარონ საზეიმო და სამგლოვიარო დღეები და ჩვენ ამის გამო ძალიან ღრმად ვართ შეწუხებული.

რაც შეეხება მექანიზმს,თუ როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს შეცვლილი,ჩვენ ამ საკითხებს წინ წამოვწევთ ეუთოს ფარგლებში რასაკვირველია და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში“- განაცხადა იან კელიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42