საქართველოს პროკურატურა გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების ფაქტს ეხმაურება
პოლიტიკა - 17:18, 26 Jan, 2017     2284

კიევის სააპელაციო სასამართლომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი უკვე დაუკავშირდნენ უკრაინის პროკურატურას და მათ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ:

„საქართველოს პროკურატურა დღესაც დაუკავშირდა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართული პროცესის შედეგების თაობაზე, როგორც უკრაინელი კოლეგებისაგან ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღევანდელი პროცესი გადაიდო იმ მიზეზით, რომ პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ დროულად ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა კიევის სააპელაციო სასამართლოსათვის.

დღევანდელ პროცესზე არ მომხდარა გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების თუ მისი შესაძლო გათავისუფლების საკითხის არსებითი განხილვა, მოცემულ საკითხზე კიევის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს 3 თებერვალს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავ მუდმივ კონტაქტზე იქნება უკრაინელ კოლეგებთან და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის არსებითი რისკი არსებობს“, - აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42