2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს გამყოფ ხაზზე არსებული გამშვები პუნქტების გაუქმებას, მდინარე ენგურის გამშვები პუნქტის გარდა. 5 გამშვები პუნქტიდან, ერთი - შამგონა-თაგილონის გამშვები პუნქტი 2016 წლის აპრილში გაუქმდა. 29 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტები გაუქმდება. სანაცვლოდ, დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის მკვიდრთ ენგურის ხიდამდე ავტობუსით მომსახურებას სთავაზობს.
აღნიშნულს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განცხადებით ეხმაურება და იმ ნეგატივზე საუბრობს, რაც ამ ქმედებას მოჰყვება:
„ჩვენ ვეხმაურებით განცხადებას, მდინარე ენგურზე ხურჩა-ნაბაკეევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება მოსახლეობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ეს გამოიწვევს ხალხის იზოლაციას, რომლებიც მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ. სხვა საფეხმავლო გამშვებ პუნქტებზე დაკვირვების შემდეგ, ვაცხადებთ, რომ საშუალოდ 1000 გადასვლაზე გავლენას მოახდენს აღნიშნული გადაწყვეტიელბა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოტებას გამოხატავს იმის გამო, რომ გაკეთებული განცხადება ნეგატიურად აისახება ჰუმანიტარულ დახმარებასა და მათი მოთხოვნილებების შესრულებაზე, ვინც აფხაზეთში, საქართველოში ცხოვრობს. აფხაზეთის მოსახლეობისთვის რთულად ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნული მომსახურებები, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, ასევე რთული იქნება ეკონომიკურ მოქმედებებსა და საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის მიღება., როგორებიცაა ქორწილები, დაკრძალვები და სხვადასხვა სადრესასწაულო დღეები. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა, რომლებიც გამშვებ პუნქტზე გადმოდიოდნენ სკოლებში რათა საკუთარ ენაზე ესწავლათ, გართულდება.
ჩვენ მოვუწოდებთ პასუხისმგებელ მხარეებს გადახედონ დაანონსებული დახურვების შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






