მყიდველისაგან მიღებული ავანსის თანხები დღგ-ით იბეგრება - შემოსავლების სამსახური
პოლიტიკა - 15:53, 26 Jan, 2017     4767
ავანსის დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის გადაწყვეტილებას ბიზნესის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. ცვლილება ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა. შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით ახსნა და განაცხადა რომ მისი გადახედვა არ იგეგმება.

„როდესაც საქონლის ან მომსახურების მყიდველი ფულს უხდის გამყიდველს ამ თანხაში უკვე გათვალისწინებულია დღგ-ს წილი, ანუ ის ნაწილი რომელიც ბიუჯეტში უნდა იქნეს გადამისამართებული. ამიტომ აქ არაფერი უცნაური არაა. წინასწარი მუშაობა ამასთან დაკავშირებით ჩატარებული იყო. ზოგს უფრო მეტად ქონდა ამაზე ინფორმაცია, ზოგს ნაკლებად“- განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესაბამისად 2017 წლის 1 იანვრიდან დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება საქონლის მიწოდებამდე ან/და მომსახურების გაწევამდე მყიდველისაგან მიღებული ავანსის თანხები, რა დროსაც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხას წარმოადგენს მიღებული ავანსის თანხა დღგ-ს გარეშე (საგ. კოდ. კანონპრ. §161.1.ა.), ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს ავანსის მიღების მომენტი (საგ. კოდ. კანონპრ. §161.1.ა.ბ.დ.).

პირის მიერ მისაწოდებელი საქონლის ან/და გასაწევი მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილის, ავანსის სახით, მიღების შემთხვევაში, ავანსის მიღების საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება მხოლოდ მიღებული ავანსის თანხა (საქონლის/მომსახურების ღირებულების ნაწილი), საქონლის/მომსახურების ღირებულების დარჩენილი ნაწილი დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის საანგარიშო პერიოდში (საგ. კოდ. კანონპრ. §161.1.ა.).

ავანსის თანხების დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესი ვრცელდება უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრაზეც, იმ განსხვავებით, რომ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ (გარდა ავანსად გადახდილი თანხებისა) ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი (საგ. კოდ. კანონპრ. §161.8.).

ავანსის თანხების დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესი არ მოქმედებს საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) ან მომსახურების რეგულარულად ან უწყვეტად მიწოდების/გაწევის შემთხვევებზე (საგ. კოდ. კანონპრ. §§161.1.ა.ბ.ბ.; 161.1.ა.ბ.გ. ).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42