ადვოკატი აცხადებს, რომ ის იმედგაცრუებულია, რადგან გია ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის მისი პატიმრობაში დატოვება საშიშია.
„სასამართლომ თავისი უფლებით ისარგებლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს. თუმცა, მასალების გადმოცემის დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გია პატიმრობაში რჩება. სამწუხაროდ, ეს მის ჯანმრთელობასა და მის პერსპექტივაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. რა თქმა უნდა, მე იმედგაცრუებული ვარ. შემდეგი სხდომა 3 თებერვალს არის ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გია პატიმრობაში კიდევ ერთი კვირა იქნება. მე საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დაჩქარებაზე ვიზრუნებ,“ - განაცხადა ქსენია პროკონოვამ.
მოსამართლეების მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა.
წყარო rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






