,,პრეზიდენტის შენიშვნები მთლიანად ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს“ - ანა დოლიძე
პოლიტიკა - 13:47, 26 Jan, 2017     1314
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადმოეგზავნა, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილი შენიშვნები 6 პუნქტს მოიცავს. ანა დოლიძის განცხადებით ძირითადი შენიშვნები სასამართლო სისტემაში ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში შესაძლო კონცენტრაციას და მოსამართლეების გამოსაცდელ ვადას ეხებოდა:

„ჩვენ გადავაგზავნეთ მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში, შენიშვნები მოიცავს 6 პუნქტს, მაგრამ ძირითადი არგუმენტი მოიცავს 2 პუნქტს. პირველი ეს არის სასამართლოს ძალაუფლების კონცენტრაცია თავმჯდომარეების ხელში, ამ კანონპროექტით ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, ასევე მთლიანად სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს წევრი , ანუ ერთი და იგივე პირს შეუძლია ეკავოს 3 თანამდებობა, ჩვენ გვინდა გამოვრიცხოთ ეს სცენარი და ამ მხრივ წარვადგინეთ შენიშვნები. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა მოსამართლეების 3 წლიანი გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით, რომელის მიზანიცაა, რომ სასამართლო მთლიანად გათავისუფლდეს შესაძლო ზეწოლისაგან.

ჩვენი შენიშვნები მთლიანად ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით შემუშავებულ ვერსიებს.“- განაცხადა ანა დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42