„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტს განაგრძობს. ერთობის წევრებმა და ლიდერებმა არა ერთი შეხვედრა გამართეს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას პაატა დავითაიამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც განხილულ იქნა სხვადასხვა შეხვედრების ფარგლებში. ძირითადად საუბარი შეეხო კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
დავითაიას თქმით, დადგა საკითხი და შედგა საუბარი მმართველი გუნდის მიერ წამოწეულ ინიციატივაზე, ოკუპირებული ტერიტორიებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებასთან მიმართებით. „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ რიგებში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინიციატივა მიუღებელია:
„ახალი ერთობა საქართველოსთვის აგრძელებს ვიზიტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ დირექტორთან და გენერალურ სამდივნოში, სადაც განვიხილეთ ის სიტუაციები, რაც შექმნილია საქართველოში. კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თემა რომელიც ახლა წამოიწია არის რაღაც განსაკუთრებულ სტატუსთან მიმართებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ყოვლად მიუღებელია, დევნილთა ინტერესების გარეშე ამის გათვალისწინება, ქართველების დაბრუნების გარეშე ვიღაცისთვის რაღაც სტატუსის მიცემა, იმ ხალხზე, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გვქონდა ამაზე საუბარი და ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ ამ მიმართულებით. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უახლოეს ხანებში იგეგმება მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი ევროპის საბჭოს საქართველოში და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მათ.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ვენეციის კომისიის მდივანთან და ხაზი უნდა გავუსვა, მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში გავიარეთ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, განვიხილეთ ის საკითხები რაც ეხება საარჩევნო კოდექსს და კონსტიტუციის ცვლილებას. ვენეციის კომიას სავარაუდოდ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის პირდაპირი წესის საკითხის გადარჩევის მოხსნას. საუბარია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. გარკვეული მხარდაჭერა დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა მთლიანად საარჩევნო სისტემის შეცვლა, საუბარია პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე. ის სიტუაცია, რაც ახლა არის, როგორც ცდილობს „ქართული ოცნება“ გაიტანოს ეს სიტუაცია, გაუჭირდებათ ამაზე დასკვნების გაგება ვენეციის კომისიაში, ახალი ერთობა ძალიან მჭიდროს ითანამშრომლებს ვენეციის კომისიასთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კომისიამ სწრაფ რეჟიმში მიიღოს ინფორმაციები. აგრეთვე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საკითხი, პრეზიდენტის არჩევის წესი გახდეს წყალგამყოფი, რომ პრეზიდენტის არჩევა მოხდეს მოსახლეობის მიერ და არა ისეთი მანიპულაციებით, რასაც აპირებს „ქართული ოცნება“.
ჩემ მიერ დაყენებული იყო საკითხი სტატუსთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, ალბათ მთელი საქართველო დადგება ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად ფეხზე, ის ფორმა რასაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“, არ არის საუბარიდ ევნილების დაბრუნების გარეშე რომ ხდება ეს ყველაფერი, მეორე მხარეს არც კი აინტერესებს ეს თემა, დასცინიან ქართულ მხარეს, გამოდის რომ ასეთი სტატუსის შემოტანა ფაქტობრივად კონფედერაციის შემოტანის ტოლფასია. ესე იგი ხალხი მიდის სახელმწიფოებრივი ფორმის შეცვლაზე, რაც ყოვლად მიუღებელია, სიტყვების თამაში, რასაც ოცნება აპირებს და ტესტავს, ეს ყოვლად ცხადყოფს იმას, რომ ვიღაც ვიღაცის დავალებებს ასრულებს. მე ვუთხარი ვენეციის კომისიის წევრებს თუ რა მოყვება ასეთ მიდგომას ქვეყანაში, ამას მოყვება ძალიან რადიკალური გამოსვლები. ვნახოთ რა პროექტს წარადგენს „ქართული ოცნება“, საუბარია კონსტიტუციაზე და საარცევნო კოდექსზე, მათ ვადებიც გვითხრეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ „ართულმა ოცენაბმა“ ამ ვადებში რამე მოასწროს“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთობის წევრები ბრიფინგს გამართავენ, სადაც საზოგადოებას ვიზიტის შედეგებისა და მიზნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები






