„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, კონსტიტუციის პრეამბულაში ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავიშრებული ჩანაწერის ინიცირებას ეხმიანება
„ბოლო დროს, აქტუალური გახდა საკითხი საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთების შესახებ. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ვფიქრობ, რომ ჩანაწერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის შესახებ არ უნდა ჩაიწეროს.
კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია. ის წარმოადგენს ხერხემალს ქართული სახელმწიფოსათვის. ეს არ არის კოდექსი ან დოკუმენტი, რომელიც გათვლილი იქნება ქვეყნის მოკლე ვადიან მიზნებზე. აღსანიშნავია, რომ არ არის მიზანშეწონილი კონსტიტუციის პრეამბულაში კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელება. საზოგადოების სურვილია, მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს და არა, კონკრეტულ ამოცანებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ დემოკრატიული ტიპის სახელმწიფო. ასეთი შინაარსის ჩანაწერი კი უკვე არსებობს კონსტიტუციაში. სწორედ ჩვენი ღირებულებებითა და პრინციპებით უნდა განვსაზღვროთ შემდეგ, თუ რომელი ქვეყნების გვერდით ვხედავთ საქართველოს მომავალს და რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაა ჩვენთვის მისაღები და მნიშვნელოვანი.
ასევე, მინდა კიდევ ერთხელ, დავაფიქსირო ჩემი მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ, რაც ქართველი ხალხის არჩევანია.“- გაანცხადა გიორგი მამულაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






