საქართველოს მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ვეტოზე კონსულტაციები დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვეტოს საკითხის გარდა, განიხილებოდა ე.წ. მოსმენების კანონში შესატანი ცვლილებებიც. გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უადგილოს უწოდებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ზაზა გაბუნია. მისი განცხადებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვეტოს გამოყენებით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ცდილობს.
„ცოტა არ იყოს გასაკვირია და უადგილოც ვეტო, რომელიც მის მიერ იქნა გამოყენებული, თუმცა ჩვენ ამ საკითხს შევხვდით ოლიმპიური სიმშვიდით. როგორც ჩანს, ეს არის მაინც მცდელობა ვეტოს გზით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ნაცადი გზით პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის აქტიური მიღებისა,“ - აცხადებს ზაზა გაბუნია.
მასალის გამოყენების პირობები






