ბრიუსელში მყოფი სალომე სამადაშვილი ევროპელ კოლეგებთან აქტიურად განიხილავს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშრებით ევროპარლამენტში მოახლოებული კენჭისყრის საკითხს.
ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტის იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებით, ისინი თვალყურს აქტიურად ადევნებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს:
"ჩვენ საქმის კურსში ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. არის საკითხები, რაზეც მხარს ვუჭერთ პარტნიორების ბრძოლას საქართველოში, დაწყებული პოლიტიკური პატიმრებით, ახალია, მერაბიშვილით და სხვებით, დამთავრებული რუსთავი 2-ით. ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ საქართველო სრულად შეესაბამება ევროპასთან ასოცირების სტატუსს თუ დაცული არ იქნება მედიის დამოუკიდებლობა რუსთავი 2-ის შემთხვევაში და პოლიტიკური თავისუფლება,“ - აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






