საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აგრძელებს
პოლიტიკა - 20:05, 25 Jan, 2017     1286
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგშიიმყოფება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა ევროკომისარმა საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებისსაკითხებში. იოჰანეს ჰანმა ასამბლეის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

დემოკრატიული რეფორმების გატარების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ შეკითხვაევროკომისარს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ დაუსვა.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მალე ვიხილავთ, რადგან საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ. ისინი ამ პროცესისწარმატებით დასრულებისთვის ძალიან მოწადინებულნი არიან. 2015 წლის დეკემბერში პროცესისთვის ყველა აუცილებელი პირობა შესრულებული იყო. ასე რომ,მალე ევროპის მასშტაბით, ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭება ევროპული მისწრაფებების აღიარება იქნება. დაიწყება ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება. დღეს, ევროპაში მთელი რიგი ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაშეინიშნება. პირველ შედეგებს უკვე ვხედავთ. ვფიქრობ, ყველასთვის თვალში საცემი გახდება ის გარემოება, რომ ქართველები ევროკავშირს კიდევ უფროდაუახლოვდებიან“, - განაცხადა ევროკომისარმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სტრასბურგში ვიზიტი შეაფასა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, რომლებიც ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა დატერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და საქართველოს შორის წარმატებულ და კონსტრუქციულთანამშრომლობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე,ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42