„ადამიანი იშვერს ხელს ჩვენსკენ, ასახელებს უსაფრთხოების სისტემის მორღვევას, ეს არის იმ ხელისუფლების მეთაური, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან შეტევა განახორციელა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტზე გამოიხატა, უსაფრთხოების სისტემა დაანგრიეს, იჭერდნენ იმ მთავარ წარმომადგენლებს, ვინც სისტემა ააშენა და ახლა ციხეში უზით. იმ ხელისუფლების ხელმძღვანელია, რომელმაც პირველივე დღიდან გია ცერცვაძე სადაც მსახურობდა, იმ კარალეთის სპეცრაზმით განადგურებით და ასე მიყვნენ სპეცრაზმებს. თქვენ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ხართ, თქვენ სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, რომელიც არის ნული... თქვენგან აღარც შეურაცხყოფილი თოვლი და აღარც დილის შეურყვნელი ცვარი აღარ გამოვა. როდესაც ოლიგარქმა დაგნიშნათ, იმთავითვე შერყვნილები იყავით. თქვენი დღის წესრიგი არის ოლიგარქის და შემდეგ ოკუპანტის მავნებლობა. დიახაც, იცოდეთ, მაგ დღის წესრიგიდან აუცილებლად ამოგაგდებთ"- განაცხადა თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






