”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 19:46, 25 Jan, 2017     2161

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აკრიტიკებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსსაც უცვლელას გთავაზობთ:

"საქართველოში არსებობს ვეტერანების საქმეთა სახელწიფო სამსახური, რომლის დაფინანსების წყაროც სახელმწიფო ბიუჯეტია. დებულების თანახმად, ამ სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა ზრუნვა ჩვენს სამხედრო ვეტერანებზე, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტების გამოვლენა – აღმოფხვრაზე და ამისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესებით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებაზე, ასევე ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცებასა და მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე. (იხ საქართველოს მთავრობის დადგენილება N 102. 2014 წ.)

ვკითხოთ ამ სამსახურის წარმომადგენლებს, თუ მოუკითხავთ რუსეთ–საქართველოს ომის ვეტერანი, ვიცე–პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, როცა მას ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებით რუსეთისთვის გადაცემა დაემუქრა? ეს ამ სამსახურის მოვალეობა იყო.
კობა კობალაძის შემდეგ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ იმნაძეა. ცნობილია მისი უარყოფითი პოზიცია ნატოსკენ საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით. ვლადიმერ იმნაძეს ეკუთვნის ნათქვამი: „ნატოში შესვლის სანაცვლოდ, ალბათ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე, რადგან ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის რიგებში არ შეიყვანს. მგონი, არავის აქვს ილუზია, რომ ნატო თავის პრინციპებს გადაუხვევს საქართველოს გამო! ამიტომ უნდა დავფიქრდეთ!"

მე დავინტერესდი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბოლო აქტივობებით. ასეთია 2017 წლის 13 იანვრის საახალწლო ღონისძიება, სადაც ვეტერანთა შვილებისა და შვილიშვილების განწყობაზე უზრუნიათ მსახიობებს ნუგზარ კვაშალსა და ვახტანგ ტატიშვილს და სხვებს. მანამდე გავრცელებული ცნობებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2017 წლის ამ საახალწლო ღონისძიებისთვის 105 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ვლადიმერ იმნაძე მიმდინარე თვეში შეხვდა ლევან იზორიას, 24 იანვარს კი გენერალური შტაბის წარმომადგენლებს. ვეტერანთა პრობლემებზე ზრუნვისთვის არსებული სამსახურის ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას.რატომ არაფერი ვიცით გია ცერცვაძის ბედით ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დაინტერესების შესახებ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან იოლია, მაგრამ ჩვენ ამ სამსახურსაც უნდა მოვთხოვთ პასუხი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
ვიცე–პოლკოვნიკ გია ცერცვაძე საშინელი საფრთხე არა მარტო რუსეთის, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისგან დაემუქრა, რის გამოც ივანიშვილის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42