საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაში.
მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გაძლიერებული ფართომასშტაბიანი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიით“ გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციაში და ხაზი გაუსვა, საქართველოში არაერთი პროექტის განხორციელებას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და დეზინფორმაციის განეიტრალება წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






