„მე თქვენი არც გამომძიებელი ვარ და არც პროკურორი, რომ თქვენი პოლიტიკური იდეოლოგია შევაფასო. ის, რომ ეთერში სიძულვილის ენით საკუთარ სახელმწიფოს ებრძვი და არა ქართულ ოცნებას, ქართულ ოცნებასთან თუ ბრძოლა გინდათ, აგერ არის პარლამენტი, პოლიტიკური და მედია სივრცე. მემგონი, პლურალისტული სახელმწიფო გვაქვს და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ როცა ვხედავ, რომ მთელი გადაცემა არის აგებული სიძულვილის ენაზე, მთელი გადაცემა აგებულია იმაზე, რომ ვის როგორ უწოდო მოღალატე, როგორ შეთითხნო ეს ყველაფერი, რომ როგორღაც შენს პოლიტიკურ ოპონენტს მიაყენო არა უბრალოდ რაღაც პოლიტიკური ტრავმა ან დარტყმა, არამედ შეურაცხყოფა, მძიმე შეურაცხყოფა. ვისაც გონია, რომ მოღალატე არის მარტივად სახმარი სიტყვა, ჩემთვის ასე არ არის და არც ჩემი თანაგუნდელებისთვის “ - მიმართა სესიაშვილმა რუსთავი-2-ს.
მასალის გამოყენების პირობები






