ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა
პოლიტიკა - 18:50, 25 Jan, 2017     1395
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.

შეხვედრაზე მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ ისაუბრა და მიღწეული შედეგი საერთო წარმატებად შეაფასა.

როგორც ძი იანჩიმ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა და მისი პოპულარობა აქტიურად იზრდება.

ჩინეთის ელჩმა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებულად შეაფასა და ჩაის კულტურის და სასათბურე მეურნეობების განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქართული ჩაის განვითარების მიმართულებით შემუშავებულ ახალ სახელმწიფო პროგრამაზე „ქართული ჩაი“ და ყურადღება ქვეყნისთვის ქართული ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებს და სავაჭრო ურთიერთობებს უფრო დინამიურს გახდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42