უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს არ გადასცეს რუსეთს ქართველი ოფიცერი. ზორიან შკირიაკი არასწორს უწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი მოხალისეების დაკავებას. ზორიან შკირიაკმა სატელეფონო ინტერვიუ ექსკლუზიურად რუსთავი 2-ს მისცა.
„რუსეთი ჩვენი მტერია და მისი სპეცსამსახურები მუდმივად ახორციელებენ დივერსიულ-ტერორისტულ მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე. როგორ მოხდა ცერცვაძის მონაცემები რუსეთის ხელში, ამის თქმა მიჭირს, თუმცა ეს ფაქტი გარკვეული დასკვნების საფუძველი ნამდვილად უნდა გახდეს. ის რაც გულწრფელად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ვამაყობ ჩვენი ქართველი ძმებით. ვთვლი, რომ ისინი საქართველოს და უკრაინის პატრიოტები არიან, დღეს ისინი უკრაინელ მებრძოლებთან ერთად, იარაღით ხელში წინააღმდეგობას უწევენ რუს აგრესორებს. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მე ვთვლი და დაუშვებლად მიმაჩნია საუბარიც კი, რომ უკრაინამ ტერორისტების სახელმწიფოს გადასცეს ჩვენი ძმა და თანამებრძოლი,“ - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ზორიან შკირიაკმა რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






