"ადამიანები, რომლებმაც თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში"
პოლიტიკა - 15:26, 25 Jan, 2017     11539
რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის საქმეს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი მოქალაქის დასაცავად. გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციის მხრიდან წამოსულ ბრალდებას სამხედროებისადმი უპატივცემულობასთან დაკავშირებით ბრალდებითვე უპასუხა და განაცხადა, რომ იმ ძალისგან, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოება დააზიანა და ამასთანავე სწორედ სამხედროების წინაშე ჩაიდინა უამრავი დანაშაული, ის კრიტიკას არ მიიღებს:

„საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ჩვენი მთავარი პროკურორი არის მუდმივ კონტაქტზე უკრაინის პროკურატურასთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთზე.

მთავარი აქ სულ სხვა რამაა, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი რომ ჩვენ ვიმყოფებოდეთ თავის მართლების მუდმივ რეჟიმში, მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, პარტნიორი ტელევიზიები და არასამთავრობო სექტორი ნაწილი და უნდათ რომ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და უნდათ რომ ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ ქვეყნის დამაქცევარნი არ ვართ.

ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაში, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას და რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს და ჩახოცეს, რომლებმაც გვამებიც კი არ გამოსავენეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს, რომლებმაც კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო სკამზე მიაბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადმიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42