საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უკრაინაში დაკავებულ გიორგი ცერცვაძის საქმის კომენტირებისას აცხადებს, რომ ვინც სიტყვა „მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს:
“ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე უმცირესობაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას“ კულტურას ნამდვილად ვერ მოსთხოვ, მაგრამ ის რაც ბოლო დღეების განმვლობაში ვნახე, მათ შორის გადაცემა “არჩევანის“ ეთერში, ეს არის უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინება. ზოგიერთს ჰგონია რომ სიტყვა “მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესია ასეთი - ასე უცხოვრიათ... მათი დაშლის პროცესიც ალბათ ამის გამოვლინებაა, თუმცა მე ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს“, - განაცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






