საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგების მასშტაბური ციკლი იწყება
პოლიტიკა - 14:27, 25 Jan, 2017     1056
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ტრენინგების მასშტაბური ციკლი იწყება.

ტრენინგების პროგრამის მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კონკურენტული ადამიანური რესურსის ხელშეწყობა, რომელსაც მაღალი პოტენციალი ექნება საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის „სტრატეგია - 2020“-ს, რომლის ფარგლებში 2020 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით 40 000 IT სპეციალისტი უნდა მომზადდეს.

ტრენინგებზე სპეციალისტები დაუეფლებიან ვებ და მობილური აპლიკაციების საფუძვლებს. ისინი საბაზისო ცოდნას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: IT პროექტის მენეჯმენტი; IT პროექტების მართვა; PYTHON პროგრამირება და IOS პროგრამირება. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებში, ასევე რამდენიმე საჯარო სკოლაში.

ტრენინგებს უკრაინული ტრენინგ ცენტრის Skill Up -ის ტრენერების მიერ 2015- 2016 წლებში მომზადებული ტრენერები ჩაატარებენ.

უფასო ტრენინგების ციკლი შემდგომში დაეხმარება IT კომპანიებს პროფესიონალი კადრების მოძიებაში და საბოლოოდ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების დამკვიდრებას.

საქართველოში მსგავსი მასშტაბის ტრენინგების ციკლი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, პირველად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში 186 ტრენერი მომზადდა, ხოლო მომზადებულმა ტრენერებმა, 2015-2016 წლებში 1,100-მდე IT სპეციალისტს ჩაუტარეს ტრენინგები.

პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგან მსგავსი მასშტაბური ტრენინგების ციკლი ხელს უწყობს პროფესიონალების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ზრდის სფეროს მიმართ დაინტერესებას და ტექნოლოგურ ცოდნაზე დაყრდნობით ვითარდება კერძო თუ საჯარო სექტორი. ეს არის უნიკალური შანსი, ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის და უბრალოდ ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესისთვის - გაზარდონ საკუთარი ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.

„დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტრენდულია საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის პროგრამირების მიმართულებით. ეს სპეციალობა ძალიან მოთხოვნადია როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. ადგილობრივი კომპანიები უკვე აქტიურად გადადიან ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნაზე, სერვისები ხდება ციფრული, სტარტაპები კი სულ ხშირად ქმნიან IT პროდუქტს. ტრენინგებს აფინანსებს მთლიანად სააგენტო, შესაბამისად, სპეციალისტები მას ყველა მიმართულებით უფასოდ გაივლიან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება მიიღოს საბაზისო ცოდნა, მოსინჯოს ძალები სასურველ სპეციალობაში. იმისთვის, რომ ტრენინგები ჩავატაროთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, ჩვენ მუდმივად ვატარებთ კვლევებს და ვახდენთ ახალი მიმართულებების იდენტიფიცირებას.“ - აცხადებს სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კინწურაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42