,,წულუკიანს თავნებობა ივანიშვილის საქართველოში გასდის და სტრასბურგში არ გაუვიდა“ - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 13:47, 25 Jan, 2017     1705
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სტრასბურგში წარგზავნილი მოსამართლეების თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სიის დაწუნება ხდება მაშინ, როდესაც სტრასბურგს ეჭვი ეპარება იმაში, რომ იქ შესაძლოა ხელისუფლების ხელი ურევია და რომ პროცესები გაუმჭვირვალედ წარიმართა.

,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ქვეკომიტეტის მიერ რომელიმე ქვეყნიდან წარგზავნილი მოსამართლეების მთლიანი სიის დაწუნება მაშინ ხდება, როდესაც სტრასბურგს ეჭვი ეპარება იმაში, რომ სია არასათანადო, გაუმჭვირვალე პროცედურებით იყო წარდგენილი და აქ ხელისუფლების ხელი არასასურველად ურევია. ქალბატონი წულუკიანი ცდილობდა საკუთარი პროტეჟეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაენიშნა. მას ეს თავნებობა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში გასდის, რომელიც სტრასბურგში რა თქმა უნდა არ გაუვიდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის კიდევ ერთხელ შელახვა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური ქმედებების გამო, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მათ ვერ მოახერხეს პირადი მოსამართლეების გაყვანა. ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ დღეს ჩვენს ქვეყანას სტრასბურგში. საქართველოს აღიქვამენ ქვეყანას, სადაც ჰყავთ პოლიტპატიმრები შერჩევითი სამართლის პირობებში, სადაც ხელისუფლება არ იცავს მაღალ სტანდარტებს.’’- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42