საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, სტრასბურგში იმყოფება,სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატებმა შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან გამართეს. მხარეებმა ქართული დელეგაციისგანახლებული შემადგენლობის სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საუბარი შეეხო პედრო აგრამუნტის იმ განცხადებასაც, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო პრეზიდენტმათბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა.
„ვისაუბრეთ დელეგაციის ახალი შემადგენლობის მუშაობის სტრატეგიაზე, თუ რა საკითხებზე და როგორ ვაპირებთ აქტიურობას მომავალი წლების განმავლობაში. მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა და ამ პროცესში ევროსაბჭოს, კერძოდ, ვენეციის კომისიისჩართულობაზე, რაც ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული. ასევე, ვისაუბრეთ მის გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით, რაზეც მან გვითხრა, რომ არანაირიკითხვის ნიშნები ამ მიმართულებით არ აქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






