"ბავშვს ჩაქცევები და ნაკაწრები აღენიშნება, ამბობს მასწავლებელმა მცემაო"- რა მოხდა 153-ე საბავშვო ბაღში
შემთხვევა - 12:46, 25 Jan, 2017     20487
თბილისის 153-ე ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის მტკიცებით, მისი შვილი მასწავლებელმა სცემა. ბავშვის დედა ოლიკო თითიაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართა, რაც შვილის სხეულზე სილურჯეები შეამჩნია.

თავის მხრივ საპატრულო პოლიციამ მშობელთან ერთად არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსები ამბობენ, რომ ბავშვს კისრისა და სახის არეში ზედაპირული დაზიანებები ნამდვილად აღენიშნებოდა, თუმცა ექიმებს უჭირთ იმის თქმა თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები.

"მასწავლებელმა გამომიყვანა ბავშვი და მითხრა - ოლიკო, ბავშვს ალერგია ხომ არ აქვსო, ნაკაწრები აქვს და ჩაქცევებიო. თვითონვე მიჩვენა ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები. სახლში, რომ მივედი დავეჭვდი. პატრული გამოვიძახე, პოლიციაში წავედით, შემდეგ პოლიკლინიკაში გადაგვიყვანეს. ბავშვმა პირდაპირ თქვა, რომ თამუნა მასწავლებელმა მცემაო. ჩაქცევები ჰქონდა ყურის ბიბილოშიც"- აცხადებს მშობელი.

რაც შეეხება უშუალოდ აღმზრდელს, ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, მასწავლებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბავშვი არ უცემია.

153-ე ბაღის საქმის მწარმოებელმა "ნიუპოსტს" განუცხადა, რომ მათ ჯგუფებში ვიდეო-კამერები დამონტაჟებული არ აქვთ, შესაბამისად უცნობია რა მოხდა გაკვეთილის მიმდინაეობისას.

"მიმდინარეობს მოკვლევა, სხვას ვერაფერს გეტყვით, მასწავლებელი უარყოფს ბავშვის ცემის ფაქტს"- აღნიშნეს ბაღში.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მასწავლებელი სააგენტოში უკვე დაიბარეს.

გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42