მედიის თავისუფლება და ჟურნალისტთა საქმიანობა - ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს
პოლიტიკა - 11:46, 25 Jan, 2017     1663
ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა საქმიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. უკრაინელი დეპუტატის ვლადიმერ არიევის მიერ მომზადებუ დოკუმენტს 121 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რეზოლიციაში საქართველოს 2 პარაგრაფი ეთმობა ერთი მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ეხება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში კანონმდებლობა საუკეთესო გარემოს ქმნის პლურალისტური და არადისკრიმინაციული მაუწყებლობისთვის. ამას ემატება ხელისუფლების მიმართ მოწოდება, რომ განაგრძოს პლურალისტური მედიაგარემოს ხელშეწყობა. რაც ეხება მეორე პარაგრაფს, ის მედიის მესაკუთრეების გამჭვირვალობის საკითხს, კერძოდ კი რუსეთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხება. მეორე პარაგრაფი ესტონელი დეპუტატის ერიკ კროსის მოთხოვნის საფუძველზე ჩაემატა, და ის შემდეგი შინაარსისა იყო: ,,საქართველოს ყველაზე პოპულარული პროევროპული ტელევიზიის მფლობელების შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ."

შესწორებას არ ეთანხმებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ მიმდინარე მედია დავები არ უქმნის ქვეყანაში საფრთხეს მედია თავისუფლებას.

„რეზოლუციის ის ნაწილი , რომელიშიც საქართველოს მედიაპლურალიზმია განხილული რეალობას არ ასახავს. საქართველოში ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, შედეგათ 2015 წლიდან ჩვენ მივიღეთ 49 აქტიურად მომუშავე მედიაორგანიზაცია, ეს პროგრესი აღიარებული იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება მედია კომპანიების მფლობელების ცვლილებების საკითხს, უნდა აღინიშნოს რომ ეს არის კერძო დავები, რომელიც წლების წინ დაიწყო და ახლა ჯერი სასამართლოზეა.“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იგივე აზრს იზიარებდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძეც, მისი თქმით რეზოლუციაში შეტანილი ეს პარაგრაფი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს ეწინააღმდეგება, რომლებშიც საუბარია ქართულ მედიაში არსებულ ფართო სპექტრზე და მრავალფეროვან გარემოზე:

„ფაქტია, რომ მედიაკომპანიების მფლობელებთან დაკავშირებით 2014 წლიდან საქართველოში ცვლილებები არ განხორციელებულა, რასაც შეიძლება ემოქმედა მედიაპრულარიზმსა და ჟურნალისტების საქმიანობაზე. ამავე დროს ანგარიში ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს, რომლებშიც საუბარია ქართულ მედიაში არსებულ ფართო სპექტრზე და მრავალფეროვან გარემოზე“- განაცხადა გოგუაძემ.

რეზოლუციაში ამ პარაგრაფის შეტანის მომხრე იყო საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით ის რომ ბიძინა ივანიშვილი ცდიოლობს შეცვალოს ყველაზე პოპულარული და პროევროპული არხის მფლობელები, ეს უდაო მოცემულობაა და ამაზე შეშფოთება საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ გამოთქვა, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა:

„ბევრმა, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა გამოთქვეს შეშფოთება ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირებისა და ბიძინა ივანიშვილის მცდელობის გამო. საქართველოში შეეცვალათ ყველაზე პოპულარული და პროევროპული არხის მფლობელები. ამ პარაგრაფის წაშლა ეწინააღმდეგება უდაო მოცემულობებს.“- გაანცხადა გიორგი კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42