ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კომენტარს აკეთებეს, სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ იმედი გამოთქვა, რომ სააპელაციო სასამართლო გიორგი ცერცვაძეს გაათავისუფლებს:
„მე ვფიქრობ, რომ ბოლო სამი დღე დათო ლორთქიფანიძე იყო უკრაინის გენერალურ პროკურორთან კონტაქტში და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება პოზიტიურად. დღეს მივმართე პოროშენკოს კატეგორიული მოთხოვნით. ვფიქრობ, რომ მზადდება გაცილებით საშიში რამ, 2008 წლის ომის ამბავს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო იძიებს, სანამ სიმართლეს დაადგენენ სასამართლოში თავად მხარეები იძიებენ, საქართველოს უნდა გამოეძიებია 2008 წლის ომი, მოვიდა წულუკიანი, ხელოვნურად შეწყვიტა გამოძიების პროცესი და მთლიანად სასამართლოს გადააბარე, წულუკიანი ყველგან აფიქსირებდა, რომ ქართული მხარე უნდა იქინას დამნაშავედ მიჩნეული, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ივანიშვილის დავალეებაა, ივანიშვილს კი ეს კრემლმა დაავალა. ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა საქართველოს არაკეთილმოსურნის მხრიდან, ყველა ჟესტი გაკეთებულია. წულუკიანი მხოლოდ იმიტომ არის დღეს თანამდებობაზე, რომ იქნებ გამოვიდეს ისე, რომ საქართველო დადანაშაულდეს 2008 წლის ომში. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გია ცერცვაძეს გაათავისუფლებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






