ევროსასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებზე საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნას, საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი თქმით ერთ-ერთი კანდიდატის წარდგენა დაგვიანებით მოხდა და ამიტომ მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა დრო, რომ ეს კანდიდატურა შეესწავლა, რის გამოც კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა ახალი სია, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ახალი კონკურსი უნდა გამოაცხადოს.
"კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭირო იქნება ხელახლა გაიაროს ეს პროცედურები მთავრობამ და იყოს წარმოდგენილი აპრილამდე, საგაზაფხულო სესიამდე ახალი კანდიდატურები. ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, რომლებიც არც მონაწილეები არიან ამ პროცესის, არც პირველწყაროდან არ აქვთ ინფორმაცია. კომიტეტი დახურულია და ინფორმაცია კონფიდენციალურია, ხდება ამ წესების დაცვა და განსაკუთრებით მათ, ვისაც დიპლომატიური წარსული აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება დახურული კომიტეტის შინაარსობრივ ნაწილზე არ შეიძლება. რეალობა არის ი,ს რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ პროცედურები თავიდან იქნება გავლილი.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






