,,არა ,,გაზპრომს“, გადადგეს კალაძე, არა - მესამე გოლს საქართველოს კარში!“ - ,,აფხაზთა კრება” დღეს აქციას გამართავს
პოლიტიკა - 09:49, 25 Jan, 2017     5816
დღეს 14:00 საათზე, ენერგეტიკის სამინისტროსთან ,,აფხაზთა კრება“ აქციას გამართავს და ,,გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას გააპროტესტებს.

,,აფხაზთა კრების” აქცია - უბედურების ზონა #4: ,,არა - ,,გაზპრომს“, გადადგეს მინისტრი კალაძე, არა - მესამე გოლს საქართველოს კარში!“

საქართველოს ხელისუფლება მე-5 წელია ჩვენში ლობირებენ რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია ,,გაზპრომს“. ამას ისინი ხან ენერგორესურსების დივერსიფიკაცით, ხან გაზის მოხმარების ზრდით, ხან კიდევ ოკუპანტთან კონსტრუქციული პოლიტიკის აუცილებლობითა და რათაც მითიური იძულებითი ნაბიჯით ხსნიან.

უკანასკნელი პერიოდის ,,გაზპრომთან“ ჩატრებული გასაიდუმლოებული შეხვედრები, ურთიერთგამომრიცხავი და უკბილო არგუმენტები, აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლების ოლიგარგიული, რუსული ბუნება, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს მორიგ რუსულ პროექტთან, რომლის მიზანია საქართველოში ოკუპანტის გავლენის გაძლიერება და გამტკიცება, სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება და დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირებაა.

ამ ასპარეზზე თავისი უტიფრობით ენერგეტიკის მინისტრი კალაძე გამოირჩევა, რომელსაც, როგორც ჩანს, საკუთარი სარგებლის მიღებაც ამოძრავებს, ისევე როგორც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და ,,გაზპრომის“ მსხვილ აქციონერს ბორის ივანიშვილს. როდესაც მთელ თავისუფალ სამყაროს სერიოზული სანქციები აქვს დაწესებული რუსეთისათვის და მიზანმიმართულად თავს აღწევს მასზე რაიმენაირ ენერგოდამოკიდებულებას, საქართველოს მთავრობა ჩვეული თვალთმაქცობით აგუებს მოსახლეობას რუსულ ორიენტაციასა და აგრესორის წინაშე ენერგეტიკულ და პოლიტიკურ კაპიტულაციას.

მტერთან ასე არ იქცევიან, ასე მხოლოდ მარიონეტები და ლაქიები მოქმედებენ. თავისუფლებას დამპყრობელთან ლაქუცით ვერ მოიპოვებ, სახელმწიფოს ლაჩრები არ აშენებენ, ქვეყანას ოლიგარქები ვერ უპატრონებენ.

2017 წლის 25 იანვარს, 14 საათზე, ,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები ვაწყობთ საპროტესტო აქციას - ,,უბედურების ზონა N4“ ენერგეტიკის სამინისტროსთან (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N 2, იუსტიციის სახლის მარცხენა ფლიგელი).

შემოგვიერთდით !

არ დავუშვათ რუსეთზე ენეგრგოდამოკიდებულება!

არა - ,,გაზპრომს!“

გადადგეს მინისტრი კალაძე!

არა - მესამე გოლს საქართველოს კარში!“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42