პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით EPP-ს პრეზიდენტის მოწოდებას საქართველოს მთავრობა ეხმაურება
პოლიტიკა - 20:06, 24 Jan, 2017     1512

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის დღევანდელ მოწოდებას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.

მთავრობის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, პატივს სცემენ ევროპელი კოლეგების მოსაზრებებს და მათ ყურადღებით ეკიდებიან, თუმცა, დღეს, დემოკრატიულ სისტემაში, მართლმსაჯულებას ახორციელებს სასამართლო და არა - აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი.
„საქართველო არის ევროპული, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი, ევროპული დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, აღიარებულია, როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველომ შეძლო, გადაქცეულიყო ქვეყნად, რომლის ძირითადი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება.
დემოკრატიულ სისტემაში, დამნაშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის გამო, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა.
საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა, სასამართლოს მიერ, ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ეს არ არის დასავლური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები.

საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებებულებისადმი, ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42