,,სტრასბურგის გადაწყვეტილბაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“ - ბაჩუკი ქარდავა მოსამართლეთა კანდიდატების ჩავარდნაზე
პოლიტიკა - 19:30, 24 Jan, 2017     1995
ევროპის საბჭოში სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილი სამივე მოსამართლის კანდიდატურა ჩავარდა. ევროპის საბჭომ კანდიდატების სია უკან დააბრუნა, შესაბამისად საქართველოში მოსამართლეთა შესარჩევად ახალი კონკურსი უნდა ჩატარდეს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრი, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც ევროპის მხრიდან ამ ინსტიტუტის ნდობის დფიციტზე მიანიშნებს.

,,ის, რაც დღეს ევროპის საბჭოში სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტზე მოხდა, არ აქვს მნიშვნლეობა რა არის ოფიციალური არგუმენტი -არჩევნის წესი თუ სხვა, ხაზს უსვამს იმას, რომ, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის დეფიციტზე მეტყველებს. ამ ვითარებაში, პროდასავლური რიტორიკა ქმედებაში ანტიდასავლურია. ეს კიდევ ერთი წვეთია, რომელიც საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე სერიოზულ ბარიერებს უქმნის.

ცხადია, რომ დღეს ვერავის მოატყუებ, ერევა თუ არა ხელისუფლება მოსამართლების არჩევის წესსა თუ დანიშვნაში. თუნდაც ამ მოცემულ ვითარებაში, ფაქტია, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლეების, მათი არჩევნის წესის მიმართ, ჩვენი ქვეყნისდა სამარცხვინოდ, უნდობლობა გამოავლინა ევროპულმა სასამართლომ. ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ეს არის შედეგი იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე მეტად, რაც სტრასბურგის მოსამართლეებს ევალებათ, გათვალისწინებული იყო საქართველოს ხელისუფლების ინტერესები მათი შერჩევის პროცესში“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ქართულ მხარეს მოსამართლეების კანდიდატებად წარდგენილი ჰყავდა: ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42