„გია ცერცვაძეს ვიცნობთ ჩვენ, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი 95-ე აერო-მობილურ დანაყოფთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების. მონაწილეობდა მრავალ სპეცოპერაციაში ჯერ როგორც მებრძოლი, შემდეგ როგორც ინსტრუქტორი. გიას აქვს დიდი დამსახურებები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის ომში. ეჭვს არ იწვევს საერთოდ, რომ მთელი ინფორმაცია ჩვენს მებრძოლებზე რუსეთს ჩვენმა მთავრობამ გადასცა. იმიტომ რომ ასეთი მონაცემები ოფიციალური უწყებების გარდა საქართველოში არავის არ აქვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. რამდენიმე კვირის წინ მე მომიხდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან , ჩვენს ძველ მეგობართან ლინას ლინკევიჩუსთან დარეკვა, იმიტომ რომ დააკავეს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე ასევე რუსების მოთხოვნით ტერორიზმის ბრალი წაუყენეს. რუსეთისთვის ჩვენი მებრძოლები ტერორისტები არიან რა თქმა უნდა. ლიტვაში დააკავეს მაგრამ ეგრევე გაათავისუფლეს . ეს ზარი იყო წმინდა საინფორმაციო, შევატყობინე ლიტვის მთავრობას რომ ეს მოხდა. ამ შემთხვევაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან კონტაქტზე დავით საყვარელიძეა და მე იმედი მაქვს, რომ გიას გაუშვებენ.
საკითხი არის ბევრად უფრო ღრმა ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვეებში ხდება, მე ვიცი დანამდვილებით, რომ მთავარი დავალება, რომელიც წულუკიანს ივანიშვილისგან აქვს, არის ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის გამტყუნება, ქართველი მებრძოლების გამტყუნება. წულუკიანი ამაზე მუშაობს რამდნიმე წელწადია და გადადგა ამ მიმართულებით ნაბიჯები, თავის მხრივ ივანიშვილს დავალება აქვს თავისი პატრონებისგან.
მე ვფიქრობ თვითონ საქართველოს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს რა ფენომენთან აქვს საქმე საქართველოს მთავრობის სახით,
უკრაინაში უკვე დაიღუპა 10 ქართველი მებრძოლი, 2 დაიღუპა მაიდანზე რევოლუციის დროს. აქ წყდება საქართველოს ბედიც, ბევრი მებრძოლი საქართველოში ვერ ბრუნდება, იმიტომ რომ მათზე აღძრეს საქმეები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის დამოკიდებულებას. ქართული საქმის გამკეთებლებზე ძებნას აცხადებს ფორმალურად ქართული სახელმწიფო.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






