ევროპის საბჭოში სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა დასრულდა, ქართული მხარის მიერ წარდგენილი სამივე მოსამართლის კანდიდატურა ჩავარდა. ევროპის საბჭომ კანდიდატების სია უკან დააბრუნა, შესაბამისად საქართველოში მოსამართლეთა შესარჩევად ახალი კონკურსი უნდა ჩატარდეს.
აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" პაატა დავითაიამ მიაწოდა, რომელიც მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის" წევრებთან ერთად ამჟამად სტრასბურგში იმყოფება და შეხვედრებს მართავენ.
„ევროპის საბჭოში დასრულდა სტრასბურგის მოსმარათლეთა შერჩევის კომიტეტეის სხდომა და მიღებულ იქნა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. არა ერთხელ გამიფრთხილებია საქართველოს მხარე, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნება მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით, სამივე მოსამართლის კანდიდატურა დაიბლოკა და გადმოიგზავნა უკან, საქართველომ მოსამაერთლეთა შერჩევის ახალი კონკურსი უნდა ჩაატაროს, ეს არის სამარცხვინო ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი პრეცენდენტი არ ახსოვს ევროპის საბჭოს. სამარცხვინოა იმიტომ, რომ არა ერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ეს კანდიდატები არ უნდა იყვნენ წარდგენილნი, ევროპის საბჭოს კომიტეტმა ქართულ მხარეს ახალი კანდიდატების წარდგენა დაავალა, აქედან გამომდინარე ახალი კონკურსი უნდა დაინიშნოს და ახალი კანდიდატები უნდა იქნეს შერჩეული, მათ დაიწუნეს კანდიდატები, არ აკმაყოფილებენ ევროპის საბჭოს მოსამართლეთა კვალიფიკაციას“, - აცხადებს პაატა დავითაია.
დავითაია იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს:
„მაინტერესებს ვინ აგებს ამაზე პასუხს, აგებენ თუ არა პასუხს კომიტეტის ის წევრები, რომლებმაც შეარჩიეს ეს კანდიდატები, აგებს თუ არა პასუხს იუსტიციის სამინისტრო და თავად მინისტრი“, - დასძენს დავითაია.
ქართულ მხარეს მოსამართლეების კანდიდატებად წარდგენილი ჰყავდა: ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები






