რატომ დააკავეს საქართველოს 23 მოქალაქე თელ–ავივის აეროპორტში - საგარეო უწყება დეტალებს არკვევს
პოლიტიკა - 17:02, 24 Jan, 2017     13750
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 23 მოქალაქეს, რომლებიც ისრაელის აეროპორტში ორი დღის წინ დააკავეს სამშობლოში 26 იანვარს დააბრუნებენ.

როგორც "ნიუპოსტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები თელ–ავივის აეროპორტის თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და ისრაელის საზღვარზე არ შეუშვეს.

პრესსამსახურის ცნობით დაკავებულები ამჟამად ისრაელის სადეპორტო განყოფილებაში არიან მოთავსებულნი და მათ საქართველოს კონსული მოინახულებს.

"აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. კერძოდ, ისრაელში საქართველოს საელჩომ მიიღო ინფორმაცია, ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურიდან, რომ გუშინ 23 ქართველს ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა. მოქალაქეები მოთავსებულები არიან სადეპორტო დაწესებულებაში და 26 იანვარს მათი დეპორტაცია იგეგმება"- აღნიშნეს უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეები საპყრობილეში გადაიყვანეს.

"ეს არ არის ციხე, როგორც ეს გავრცელდა. დიდ ჯგუფს უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე. ამ ეტაპზე ჩვენმა კონსულმა წერილობითი თანხმობა მიიღო, რომ საქართველოს მოქალაქეები მოინახულოს და ყველა დეტალი გაარკვიოს"- უთხრეს "ნიუპოსტს" სამინისტროში.

ისრაელის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. დაკავების მოტივი დგინდება.

როგორც ერთ-ერთი დაკავებული, საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ გუნთაიშვილი იტყობინება, ის ისრაელში ტურისტით სტატუსით 23 იანვარს, თბილისიდან გაფრინდა და ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. გუნთიაშვილი უკვე ორი დღეა რაც ისრაელის საპატიმროში დაუდგენელი მიზეზით არის მოთავსებული, მათი მდგომარეობა კი გაუსაძლისია.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42